Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

იციკ მოშე - უფრო დაცული ვარ, ვიდრე წინა კვირას ვიყავი, მადლობელი ვარ ქართული მხარის, რადგანაც ჩემს წინააღმდეგ ტერაქტი აღკვეთეს

ნახვები: 532 იციკ მოშე - უფრო დაცული ვარ, ვიდრე წინა კვირას ვიყავი, მადლობელი ვარ ქართული მხარის, რადგანაც ჩემს წინააღმდეგ ტერაქტი აღკვეთეს

უფრო დაცული ვარ, ვიდრე ვიყავი წინა კვირას. ძალიან მადლობელი ვარ ქართული მხარის, რადგანაც ჩემს წინააღმდეგ ეს საშინელი ტერორისტული აქტი აღკვეთეს, - ამის შესახებ საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ განაცხადა, რითაც გამოეხმურა მისი მკვლელობის მცდელობის აღკვეთას.

როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, მას ისრაელის პრეზიდენტი დაუკავშირდა და სთხოვა საკუთარ თავს გაუფრთხილდეს.

„მე რომ ეს ყველაფერი მეგრძნო, რა თქმა უნდა, ქართულ და ისრაელის მხარეებს შევატყობინებდი. გუშინდელ დღემდე არ ვიცოდი, რაც ხდებოდა ჩემ გარშემო. მტრის მოტივაციას ბევრი მიზეზი არ სჭირდება, ზოგადად ისრაელის, ებრაელების მიმართ მსოფლიოში არის დიდი ანტისემიტური აქცია, ქმედებები, რომელიც წელიწადში 50%-ზე მეტით იზრდება. ყველა ებრაელი ქვეყნის გარეთ საფრთხის წინაშე დგას. პირველი ზარი მივიღე ისრაელის პრეზიდენტისგან, რომელმაც თქვა, რომ ძალიან ამაყობს ჩემი მუშაობით ისრაელზე ზრუნვისთვის და რომ გავუფრთხილდე საკუთარ თავს“,- აცხადებს იციკ მოშე „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილია დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. მათივე ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა