თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

გაერო-ში უკრაინის ელჩი - მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პოლონურ მხარესთან და წვლილი შევიტანოთ რაკეტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში

ნახვები: 501 გაერო-ში უკრაინის ელჩი - მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პოლონურ მხარესთან და წვლილი შევიტანოთ რაკეტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში

გაერო-ში უკრაინის ელჩის, სერგი კისლიცას განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა, ითანამშრომლოს პოლონურ მხარესთან რაკეტების ჩამოგდებასთან დაკავშირებულ გამოძიებაში.

"უკრაინა სოლიდარობას უცხადებს მოძმე პოლონელ ხალხს სოფელ პშევოდუვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას ამ ტრაგიკული ინციდენტის ყველა ფაქტის დასადგენად და მზად ვართ ვითანამშრომლოთ პოლონურ მხარესთან, რათა წვლილი შევიტანოთ ამ გამოძიებაში“, - განაცხადა კისლიცამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები ჰუმანიტარულ კატასტროფას ქმნის, რომელიც შესაძლოა უკრაინის ფარგლებს გარეთ გავრცელდეს.

„მადლობელი ვართ ჩვენი მეგობრების, განსაკუთრებით პოლონეთის მხარდაჭერისთვის ამ თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაბრუნებაში“, - აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა