თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ზარქუა: ხელმოცარული ოპოზიციის თქმით, რადგან ჩვენ პენსიებს და სოცდახმარებებს ვზრდით, ეს თურმე, მოსყიდვა და ელექტორატზე მუშაობაა. იფიქრონ ასე, ჩვენ - ვიმუშავებთ

ნახვები: 631 ირაკლი ზარქუა: ხელმოცარული ოპოზიციის თქმით, რადგან ჩვენ პენსიებს და სოცდახმარებებს ვზრდით, ეს თურმე, მოსყიდვა და ელექტორატზე მუშაობაა. იფიქრონ ასე, ჩვენ - ვიმუშავებთ

,,ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ გაგვეზარდა დაფინანსებები, მათ შორის, საჯარო სექტორში - 10 პროცენტით; ჩვენს პოლიციელებს, ჯარისკაცებს - 20 პროცენტით. მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგებს, მანდატურებს 125 ლარიანი დანამატი ექნებათ,” - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. როგორც ზარქუამ აღნიშნა, მთავრობის სწორმა პოლიტიკამ, ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ, მოგვცა შესაძლებლობა, რომ ყველა მიმართულებით დაფინანსებები გაზრდილიყო. ასევე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საგარეო ვალიც მცირდება. ,,ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა. ჩვენი რეგიონი არის ცეცხლის ალში გახვეული, პირდაპირი მნიშვნელობით. იცით რომ ერთი ომი მიდის სომხეთ- აზერბაიჯანს შორის. მეორე ომი, უკრაინა-რუსეთის ომი, რომელიც დღემდე გრძელდება. იყო პანდემია, მიუხედავად ამისა, სწორმა პოლიტიკამ, ღარიბაშვილის და მისი მთავრობის პოლიტიკამ, მთელ გუნდთან ერთად, მოგვცა შესაძლებლობა, რომ გაგვეზარდა ეს შემოსულობები და მომავალი წლის ბიუჯეტი პარამეტრების ნაწილშიც გაუმჯობესებულია. მაგალითად, მომავალი წლის ბოლოს 80 მილიარდიანი ლარში ეკონომიკა იქნება ჩვენს ქვეყანას. მათ შორის, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2,8-მდე მცირდება, ეს არის იმ ზღვრულ ფარგლებში, რაც ჩვენ გვაქვს მოცემული, პარამეტრებით. მნიშვნელოვანია, რომ საგარეო ვალი მცირდება, ასევე GDP-სთან მიმართებაში და, რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველა მიმართულებით, სოციალური, ინფრასტრუქტურული, თუ სხვა პრიორიტეტული მიმართულებით, გავზარდოთ დაფინანსება. ეს მოგვცა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ. ამ ხელმოცარული ოპოზიციის თქმით, რადგან ჩვენ პენსიებს და სოცდახმარებებს ვზრდით, რადგან ბიუჯეტში ვდებთ, რომ საჯარო მოხელეებს გაეზარდოთ ხელფასი, ეს თურმე, მოსყიდვადა, ელექტორატზე მუშაობაა. იფიქრონ ასე. ჩვენ ვიმუშავებთ, ხელმოცარულმა ასე იფიქრონ. არადა ეს არის პირდაპირი მოვალეობა მთავრობის, რომ შემოსავლები გაზარდოს ბიუჯეტში, ბიზნესის მხარდაჭერით. თითოეული ინიციატივა უნდა უკავშირდებოდეს კიდევ უფრო მეტი დოვლათის შექმნას და სხვათა შორის, რომ იცოდეთ ტურიზმის მიმართულებით, იანვარ - ოქტომბრის 2019 წლის მონაცემებს უკვე გადააჭარბა ტურიზმიდან შემოსავლებმა, დაახლოებით დააგენერირა 2 მილიარდ 900 მილიონზე მეტი. ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა, რომ დიახ, სახელმწიფო სწორი მიმართულებით ვითარდება და ასე გავაგრძელოთ,” - განაცხადა ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა