თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ღარიბაშვილი -ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ნამდვილი მეგობარი იყო ჩამოსული ბრიუსელიდან კონკრეტული გზავნილით და ვნახეთ, როგორ თავს დაესხა მთელი დესტრუქციული ოპოზიცია, რადიკალური ფორმით და გამოხატვით, შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიან

ნახვები: 464 ირაკლი ღარიბაშვილი -ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ნამდვილი მეგობარი იყო ჩამოსული ბრიუსელიდან კონკრეტული გზავნილით და ვნახეთ, როგორ თავს დაესხა მთელი დესტრუქციული ოპოზიცია, რადიკალური ფორმით და გამოხატვით, შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიან

-ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ნამდვილი მეგობარი იყო ჩამოსული ბრიუსელიდან კონკრეტული გზავნილით და ვნახეთ, როგორ თავს დაესხა მთელი დესტრუქციული ოპოზიცია, რადიკალური ფორმით და გამოხატვით, შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რომელმაც ჩამოიტანა პოზიტიური გზავნილი და პოზიტიური შეფასება გააკეთა -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკომისარი გაფართოების და სამეზობლო საკითხებში არ არის უბრალოდ ევროპარლამენტარი ან რიგითი ბიუროკრატი. იგი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ უხარია არც ქვეყნის წარმატება, არც ქვეყნის წინსვლა და არც პოზიტიური შეფასებები.

„მთავარი მინდა გითხრათ, გამაოგნებელი იყო თქვენი ქცევა და რეაქცია, ევროკომისარი იყო ჩამოსული, ბატონი ოლივერ ვარჰეი, ნამდვილი მეგობარი ჩვენი ქვეყნის და თქვენი, ქართველი ხალხის. კაცი ჩამოვიდა კონკრეტული მესიჯით, გზავნილით ბრიუსელიდან. მე შევახსენებ ყველას, რომ ევროკომისარი გაფართოების და სამეზობლო საკითხებში არ არის უბრალოდ ევროპარლამენტარი ან რიგითი ბიუროკრატი. იგი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი და ჩვენ ვნახეთ როგორ თავს დაესხა მთელი დესტრუქციული ოპოზიცია, რადიკალური ფორმით და გამოხატვით და როგორი შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რომელმაც ჩამოიტანა პოზიტიური გზავნილი და პოზიტიური შეფასება გააკეთა. ამაზე მეტი მტკიცებულება, რა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას?! არ უხარიათ ამ ადამიანებს არც ქვეყნის წარმატება, არც ქვეყნის წინსვლა, არც პოზიტიური შეფასებები. ხალხი ჩვეულებრივი დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსილნი... საშინელება და ამ დროს რაღაც ფარისევლურ პერფორმანსებს დგამთ. ამ სიყალბეს აჩვენებთ ჩვენს საზოგადოებას. მერე უკვირთ ამ ადამიანებს, რატომ იღებენ 1 და 2 პროცენტს. თქვენ ვინ მოგცემთ ხმას?! გგონიათ, რომ ხალხი არ ხედავს ამას, არ აფასებს სწორედ. თქვენს სიყალბეს ვინ დაიჯერებს?! თქვენს ფარისევლობას ვინ დაიჯერებს?! თქვენს მტრობას და ეროვნული ინტერესების ღალატს ვინ დაუჭერს მხარს?! ამაზე გაეცით პასუხი ხალხს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა