ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კელი დეგნანი არასამთავრობოების შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაზე - ეს მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს

ნახვები: 473 კელი დეგნანი არასამთავრობოების შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაზე - ეს მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს

ეს მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც არასამთავრობო სექტორზე გაკეთებულ „ხალხის ძალის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „ენჯეოების“ დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს.

მისი თქმით, ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში.

„ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც მინახავს საქართველოში რამდენად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება. მათ შორის ბევრი მიმართულებით, იქნება ეს გარემოს დაცვა, საჭიროების მქონდე ოჯახებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა, ახალგაზრდა ხალხის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობები მქონე ადამიანების დახმარება. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ძალიან ბევრი სახეობა არსებობს და ისინი ადგილობრივი ხალხისგან შედგება, რომელთაც სურთ გარკვეული პრობლემის მოგვარება და გახადონ ეს ქვეყანა, ეს საზოგადოება უკეთესი ყველასთვის.

ეს ხანდახან მაკვირვებს ხოლმე, რადგან პარლამენტის ბევრი წევრი, მათ შორის მმართველი პარტიიდან, მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებში, იქიდან იწყებდნენ, წვლილი შეჰქონდათ საქართველოს განვითარებაში საკუთარი კარგი მუშაობით არასამთავრობო ორგანიზაციებში. ამიტომ ახლა ჩემთვის ცოტათი გასაკვირია იმის გაგონება, რომ ზოგიერთი მათგანი აკრიტიკებს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ძალიან არ გამიხარდებოდა ისეთი საქართველოს ნახვა, რომელსაც დაკარგული ექნება ძალა და ხმა, რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ხალხს. ეს ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია”, - განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ განცხადებით, „ენჯეოების“ დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რაზეც კანონპროექტს მოამზადებენ. „ხალხის ძალას“ მიაჩნია, რომ „უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა