Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

რუსეთი მოუწოდებს თურქეთს, გამოიჩინოს თავშეკავება სირიაში და არ დაუშვას დაძაბულობის ესკალაცია

ნახვები: 502 რუსეთი მოუწოდებს თურქეთს, გამოიჩინოს თავშეკავება სირიაში და არ დაუშვას დაძაბულობის ესკალაცია

რუსეთი მოუწოდებს თურქეთს, გამოიჩინოს თავშეკავება სირიაში და არ დაუშვას დაძაბულობის ესკალაცია. ამის შესახებ სირიაში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ ლავრენტიევმა განაცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ჩვენს თურქ კოლეგებს გარკვეული თავშეკავებისკენ, რათა არ იყოს დაშვებული დაძაბულობის ესკალაცია არა მხოლოდ სირიის ჩრდილოეთით, არამედ მთელ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ლავრენტიევმა.

რუსეთის ელჩის თქმით, რუსეთმა ბოლო თვეებში ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი იყო, რათა თურქეთის მიერ სირიაში ფართომასშტაბური შეტევითი სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ დაეშვა.

„რუსეთის ფედერაციამ ამის გაკეთება შეძლო და ჩვენ ვიმედოვნებთ, შევძლებთ, დავარწმუნოთ ჩვენი თურქი პარტნიორები, თავი შეიკავონ სირიის ტერიტორიაზე ძალის გადამეტებული გამოყენებისგან“, – განაცხადა ელჩმა.

კვირას თურქეთის ავიაციამ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სირიასა და ერაყში დარტყმები განახორციელა. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საჰაერო დარტყმები სტამბოლში მომხდარი ტერაქტის საპასუხოდ განახორციელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა