ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მამუკა ხაზარაძე - საოცრება არის ის, რომ ყველა მოწმე, რომელიც მოჰყავთ, საჩვენო ჩვენებას აძლევს - ეს არის ოროსნების მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება, ამას დავამთავრებთ!

ნახვები: 409 მამუკა ხაზარაძე - საოცრება არის ის, რომ ყველა მოწმე, რომელიც მოჰყავთ, საჩვენო ჩვენებას აძლევს - ეს არის ოროსნების მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება, ამას დავამთავრებთ!

არავის დავუთმობთ არც ერთ ნაბიჯს და არც ერთ ბრალდებას. ჩვენზე რომ ასეთი რამ ხდება, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იჩაგრება ამ „კლანის" მიერ. ეს არის ოროსნების მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, მათ საქმეზე წელიწადნახევრის შემდეგ სასამართლო პროცესის განახლება წინასაარჩევნო პროცესს უკავშირდება, როგორც ეს იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამ პროკურატურის უნიჭობაში. 1 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ ცოტა რამ მაინც ეკითხათ საფუძვლიანი. საოცრება არის ის, რომ ყველა მოწმე, რომელიც მოჰყავთ, საჩვენო ჩვენებას აძლევს. საუბარია ეროვნული ბანკის წარმომადგენლებზე, ვინც ამოწმებდნენ ყოველთვიურად და ყოველწლიურად იმ ტრანზაქციებს, რაზედაც თითქოს, გვედავებიან. ყველა ადასტურებს, რომ არათუ დანაშაულის ნიშნები, არამედ დარღვევაც არ ყოფილა. რომ ყოფილიყო, უნდა დავჯარიმებულიყავით იმ დროს.

დასკვნა ერთია - ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი დისკრედიტაციის მცდელობას, რაც არ გამოუვიდათ. სხვათა შორის, ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ეს ბრძოლა მნიშვნელოვანია არამარტო ჩემთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც არასამართლიანად ექცევიან ამ ქვეყანაში. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ეს იქნება პრეცედენტი იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ სამართალი აუცილებლად გაიმარჯვებს და იმ ნიჰილიზმს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" დანერგა ქვეყანაში, გავტეხავთ, უიმედობას გავტეხავთ. არავის დავუთმობთ არც ერთ ნაბიჯს და არც ერთ ბრალდებას. ჩვენზე რომ ასეთი რამ ხდება, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იჩაგრება ამ „კლანის" მიერ. ეს არის ოროსნების მიკერძოებული და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება. ამას დავამთავრებთ ჩვენ", - აცხადებს ხაზარაძე.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა