თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მამუკა ხაზარაძე:არასდროს არ წავალ ემიგრაციაში

ნახვები: 641 მამუკა ხაზარაძე:არასდროს არ წავალ ემიგრაციაში

"არასდროს არ წავალ ემიგრაციაში, მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ცხოვრების და იქ ბიზნესის კეთების საშუალება ბოლო 20 წელია მქონდა და მაქვს თავისუფლად.

ამას არ გავაკეთებ, ეს არის ჩემი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო.

მინდა, რომ თქვენი შვილები და ჩვენი შვილები აქ ცხოვრობდნენ და მეც.",-ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ განაცხდა. 

ხაზარაძის თქმით, ძალა არის, იმ ადამიანებში რომლებიც ამბობენ, რომ მე პოლიტიკა არ მაინტერესებს და მაინც არაფერი გამოვა - ეს არის ძალიან მცდარი შეხედულება.

"ძალა არის, იმ ადამიანებში რომლებიც ამბობენ, რომ მე პოლიტიკა არ მაინტერესებს და მაინც არაფერი გამოვა. ეს არის ძალიან მცდარი შეხედულება. შეიძლება ითქვას, დანაშაულებრივი პოზიციაც კი არის იმ მდგომარეობაში ჩავარდნილი ქვეყნისთვის, რაშიც ჩვენ ახლა ჩავვარდით. ამიტომ, გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას საქართველოს მოსახლეობამ და მოქალაქეებმა არჩევნებზე. რომელი არჩევნებიც მოგვიწევს -რიგგარეშე იქნება თუ დაგეგმილი, რომ პროტესტი დააფიქსიროს.

მთავარია გამოხვიდე და მხარი დაუჭირო ცვლილებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანი ვინც ეგუება და ამბობს, რომ მიჭირს, მაგრამ ეს სითბო მირჩევნია, ვიდრე გამოვიდე ამ ჭაობიდან და ხმა მივცე ისეთ რაღაცას, რომელიც ამ ჭაობს ააფორიაქებს და ახალი წყაროები შემოვა და გაასუფთავებს ამ გარემოს, შეცდომას უშვებს.

ამიტომ მე ყველას მივმართავ, რომ გამოსავალი არსებობს. ამის შეცვლა არის აბსოლიტურად რეალური, სხვა შანსიც არ გაგვაჩნია, სხვა  გამოსავალი არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ ეს შევცვალოთ და შეცვლა არის სულ პროგრესში, სულ მოძრაობაში.

მოქალაქე უნდა იყოს აქტიური და მან ხმა უნდა მისცეს ცვლილებას.

აუცილებლად უნდა იყოს ელექტრონული ხმის მიცემის მექანიზმი შემოტანილი, რომ არცერთი ხმა არ დავკარგოთ",-განაცხადა ხაზარაძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა