თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

BBC- როცა მისი მხარდამჭერები იმაზე საუბრობენ, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია, მათ მმართველ პარტიაში სააკაშვილის დიაგნოზით სპეკულირებაში ადანაშაულებენ

ნახვები: 437 BBC- როცა მისი მხარდამჭერები იმაზე საუბრობენ, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია, მათ მმართველ პარტიაში სააკაშვილის დიაგნოზით სპეკულირებაში ადანაშაულებენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. დაცვის მხარის განცხადებით, ასეთი მოთხოვნის საფუძველი სააკაშვილის მძიმე დიაგნოზებია, რაც ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ გამოკვლევაშია აღნიშნული, - ამის შესახებ BBC-ის სტატიაში: „გათავისუფლება ან გადავადება: სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს“ - არის აღნიშნული, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხება.

BBC-ი წერს, რომ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს და საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, ამჟამად თბილისის „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.

„ის საქართველოში გასული წლის შემოდგომაზე დაბრუნდა, რის შემდეგაც ბრალი სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით წაუყენეს. ორ მათგანზე, ჯერ კიდევ საქართველოში დაბრუნებამდე, დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. თავად სააკაშვილმა უარყო ბრალდებები და მათ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. დაკავების შემდეგ მან შიმშილობა გამოაცხადა, რომლის შეწყვეტაზე 50 დღის შემდეგ დათანხმდა. სააკაშვილის ახლობლები დიდი ხანია აცხადებენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და დღითიდღე უარესდება. ისინი ერთადერთ გამოსავალს მკურნალობისთვის სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაში ხედავენ. ხელისუფლებამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სააკაშვილს სახელმწიფოს მხრიდან ყველა პირობა შეუქმნეს მისი ჯანმრთელობის დასაცავად და რომ ის შესაბამის კლინიკაში იმყოფება“, - წერს BBC.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილისთვის დასმული ძირითადი დიაგნოზები მისივე მოთხოვნით არ საჯაროვდება, თუმცა ექსპერტიზის ჩამტარებელმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ემპათიის ცენტრმა“ საექსპერტო კომისიის დასკვნა ხუთშაბათს გამოაქვეყნა. კომისიაში შედიოდა 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტი. ამ დასკვნების მიხედვით, სააკაშვილი დაკავებამდე ჯანმრთელი იყო. ახლა მას 20-ზე მეტი დიაგნოზი ან სიმპტოკომპლექსი აქვს.

„დასკვნის მიხედვით, სააკაშვილს აღენიშნება ანორექსია, წონის სწრაფი კლება, ტკივილი კუნთებში, სახსრებში, ძვლებში, რაც შეიძლება იყოს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგი (მანამდე მის სხეულში ბარიუმის, ბისმუტისა და ვერცხლისწყლის მნიშვნელოვანი შემცველობა აღმოაჩინეს)...

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ 11 დღის განმავლობაში მას ძილის საშუალება არ ჰქონდა და რომ ასეთი მკურნალობის შედეგად მას შესაძლოა ხერხემალი დაუზიანდეს. ექსპერტების თქმით, მას ასევე განუვითარდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მძიმე ფორმა.

ექსპერტები თვლიან, რომ სააკაშვილი ევროპულ ან ამერიკულ მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი იღებს საჭირო სამედიცინო დახმარებას და უარყოფენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებებს“, - წერს BBC.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა პერიოდულად ხდება პოლიტიკური დებატების თემა. მაშინ, როცა მისი მხარდამჭერები იმაზე საუბრობენ, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია, მათ მმართველ პარტიაში სააკაშვილის დიაგნოზით სპეკულირებაში ადანაშაულებენ.

„ორშაბათს, ექიმების რეკომენდაციით, სააკაშვილი, გამოხატული სურვილის მიუხედავად, არ გადაიყვანეს კლინიკასთან ახლოს მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მისი საქმე განიხილებოდა. ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებისთვის ეს კიდევ ერთი დადასტურება გახდა, რომ ის მძიმე მდგომარეობაშია“, - წერს BBC-ი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში წარმოდგენილი ექსპერტიზის მიმართ უნდობლობა გამოთქვა. მათი თქმით, სააკაშვილის მხარდამჭერები პიარით არიან დაკავებულები და ჯერჯერობით ვერ ასახელებენ დიაგნოზს, რის საფუძველზეც მოითხოვდნენ მის გათავისუფლებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა