ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი ქადაგიშვილი - დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ წესრიგი და უსაფრთხოება დაცული იყოს

ნახვები: 366 ირაკლი ქადაგიშვილი - დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ წესრიგი და უსაფრთხოება დაცული იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი „თბილისი პრაიდის" კვირეულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა წესრიგი და უსაფრთხოება დაცული იყოს.

ამასთან, მისივე შეფასებით, „მსგავსი ტიპის აქციები უფრო ემსახურება ვითარების დაძაბვას და რეალურად არ არის დაკავშირებული ადამიანების უფლებების დაცვასთან".

ქადაგიშვილის განმარტებით, საქართველოში ყველა ადამიანის უფლება კონსტიტუციით და კანონით დაცულია.

„დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ყველფერს გააკეთებს, რომ წესრიგი და უსაფრთხოება დაცული იყოს. მეორე, რასაც ყოველთვის ვამბობდი, რომ ასეთი ტიპის აქცია რა თქმა უნდა გამოიწვევდა ძალიან დიდ ვნებათაღელვას საზოგადოებაში. ზოგადად, მაინც მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის აქციები გარკვეულწილად უფრო ემსახურება სიტუაციის დაძაბვას და, მე თუ მკითხავთ, რეალურად არ არის დაკავშირებული არც იმ ადამიანების უფლებების დაცვასთან, ვისთვისაც თითქოს ეს ყველაფერი ტარდება. ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციით, კანონით დაცულია ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის სექსუალური უმცირესობების უფლებაზე სპეციალური კანონია მიღებული, ამით მათი უფლებები არის დაცული. პირადად ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრია, დემონსტრირება იმისა, რომ მე ვარ ამა თუ იმ სექსუალური მიმდინარეობის ადამიანი, რომელიც იწვევს საზოგადოებაში ასეთ ვნებათაღელვას, არ უნდა იყოს პრიორიტეტული", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა