თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გენერალური პროკურორი: გაუმჯობესებულია არასულწლოვანთა მიმართ განრიდების პროცედურების და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ხარისხი

ნახვები: 594 გენერალური პროკურორი: გაუმჯობესებულია არასულწლოვანთა მიმართ განრიდების პროცედურების და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ხარისხი

ბავშვზე მორგებული და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზნითსაქართველოს პროკურატურის მიერ არაერთი ღონისძიება იქნა გატარებულიასევე გაუმჯობესებულია არასრულწლოვანთა მიმართ განრიდების პროცედურების და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ხარისხი - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმაირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის 9თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა

გენერალური პროკურორის თქმითარასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტული მიმართულებაა და  არასრულწლოვანთა მიმართ გადაწყვეტილების მიღება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებშია უზრუნველყოფილი.

როგორც  ირაკლი შოთაძემ განაცხადაკანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ პროკურორის მიერ პრიორიტეტულად სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები გამოიყენებარაც ზრდის არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ეფექტიანობას მართლმსაჯულების პროცესშიმან ხაზი გაუსვა განრიდების მექანიზმის მნიშვნელობასაცრომელიც არასრულწლოვნის საჭიროებების მაქსიმალურ გათვალისწინებას ეფუძნება

პროკურორები არასრულწლოვნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ მხოლოდ მას შემდეგროდესაც შეფასდებარომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასა და სასჯელის გამოყენებაზე უკეთ განრიდება უზრუნველყოფს არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას." - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა  და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით მიღწეულ წარმატებაში პროკურორთა სპეციალიზაციის მნიშვნელობას გაუსხვა ხაზი.

ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის 2022  წლის ანგარიშის წარდგენისას დეტალურად მიმოიხილა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემებიარასრულწლოვანთა განრიდებისა და სისხლისამართლებრივი დევნის რაოდენობრივი მაჩვენებელიმოთხოვნილი პატიმრობის და  პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი არასრულწლოვნებშიარასრულწლოვანთა მიმართ გამოტანილი განაჩენები.

გენერალურმა პროკურორმა  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სრულყოფის მიზნით  2022 წელს გატარებულ ღონისძიებებზეც ღონისძიებაზე ისაუბრამისი თქმით,  შემუშავდა ახალი სახელმძღვანელო მითითებებიგანხორციელდა მათი სისტემატიზაცია და მომზადდა კრებულირეგიონულ დონეზე ჩატარდა შეხვედრები საოლქო და რაიონული პროკურატურის მენეჯერებთან და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორებთანდაინერგა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური ცენტრის კონცეფციაგარდა ამისასაქართველოს პროკურატურა ჩართულია ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში.

როგორც საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას აღინიშნასაქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფისთვის არაერთი მიმართულებით აგრძელებს აქტიურ მუშაობას.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა