ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ვითარება რთულია- ალასანიას განცხადებით, ძალიან ცდილობს, რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის მაქსიმუმი, ზოგჯერ ამასაც ვერ ინარჩუნებს

ნახვები: 569 ვითარება რთულია- ალასანიას განცხადებით, ძალიან ცდილობს, რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის მაქსიმუმი, ზოგჯერ ამასაც ვერ ინარჩუნებს

კლინიკა „ვივა მედში“ მყოფი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.

ალასანიამ ჟურნალისტებთან სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებულ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „საკვების ორი ლუკმა არის მაქსიმუმი, რომლის მიღებასაც ის ცდილობს“.

კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული – რატი ბრეგაძე სააკაშვილისთვის სასჯელის შესაძლო გადავადებაზე

„დავდივარ ყოველდღე და ვარ მოწმე, რომ ძალიან ცდილობს, რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი, ორ ლუკმასაც ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ინარჩუნებს, ამოდის უკან.. თუ ინარჩუნებს, ძალიან უჭირს, ეწყება ხშირი სუნთქვა და ადამიანს უჭირს საკვების მიღება“, – განაცხადა გიული ალასანია.

 
 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს „ვივამედის“ დირექტორის განცხადებაზე, რომ მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს, გიული ალასანია აღნიშნავს:

„ეს ძალიან უცნაურ განცხადებად მეჩვენება, იმიტომ, რომ მეც ვარ ამის მოწმე, და დავსწრებივარ როგორ ხდება კვება“.

 

ცნობისთვის,  ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ  ნაზოგასტრალური ზონდი იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ადამიანს საკვების მიღებისას ღებინების შეგრძნება აქვს.

„შემოსვლიდანვე, ყოველდღიურად გვაქვს პაციენტთან კვებასთან დაკავშირებით საუბარი. იცით, რომ პაციენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ეს აისახა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შემდეგში უნდა გაგრძელებულიყო სრულფასოვანი კვება. ამის შესახებ ყოველდღე გვაქვს პაციენტთან საუბარი. რაც შეეხება ზონდით კვებას, რაც იკითხეთ, აქ იძულებით კვებაზე არ არის საუბარი, თუ ადამიანს, ნებისმიერ პაციენტს აქვს ღებინების შეგრძნება საკვების მიღებისას, ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრალური ზონდი პაციენტთან შეთანხმებით და არა იძულებითი წესით!“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა