ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თინა ბოკუჩავა - დაპირისპირება, ქაოსი ქვეყნისთვის სახიფათოა, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო მეგობრებს რეაგირებისკენ მოვუწოდებთ

ნახვები: 401 თინა ბოკუჩავა - დაპირისპირება, ქაოსი ქვეყნისთვის სახიფათოა, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო მეგობრებს რეაგირებისკენ მოვუწოდებთ

პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა იყოს უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი, მთავრობის სხდომაზე პირდაპირ ძალადობას ახალისებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო მეგობრებს მოუწოდებენ, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უმკაცრესი რეაგირება ჰქონდეთ.

„ვხედავთ, რომ განლაგებული არის აგრესიულად განწყობილი და რადიკალური დაჯგუფება, რომელიც თავს ესხმის განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. ისინი თავს ესხმიან ჟურნალისტებს, ოპერატორებს, „სირცხვილიას" წევრებს და ძალადობრივად „სირცხვილიას" ოფისში შეჭრას ცდილობდნენ. ისინი ასევე ისვრიან საგნებს პარლამენტის შენობის მისამართით. პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა იყოს უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი, მთავრობის სხდომაზე პირდაპირ ახალისებს ამ ძალადობას და მათ მოუწოდებს ძალადობრივი მოქმედებებისკენ. ირაკლი ღარიბაშვილმა იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი გააკეთოს, რათა არ დაზიანდნენ ჟურნალისტები, ოპერატორები, მოქალაქეები და ადამიანის უფლებები იყოს დაცული, პრაიდის ორგანიზება „ნაციონალურ მოძრაობას" და მიხეილ სააკაშვილს დააბრალა. მან ამით ძალადობას პირდაპირ გზა გაუხსნა. დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო მეგობრებს, რომელთაც ადარდებთ ამ ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება, მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ მოახდინონ უმკაცრესი რეაგირება, რადგან მსგავსი დაპირისპირება და ქაოსი არის ქვეყნისთვის უკიდურესად სახიფათო", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა