თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პატიმარ სააკაშვილის შესახებ კომენტარების გაკეთება შევწყვიტეთ-ოცნებამ "ტაიმაუტი" აიღო

ნახვები: 588 პატიმარ სააკაშვილის შესახებ კომენტარების გაკეთება შევწყვიტეთ-ოცნებამ "ტაიმაუტი" აიღო

ჩვენთვის ეს საკითხი საერთოდ აღარ არის აქტუალური, ჩვენ შევწყვიტეთ კომენტარების გაკეთება პატიმარ სააკაშვილის შესახებ, ეს არის სამართლებრივი საკითხი თავიდან ბოლომდე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი სახელმწიფო უწყება თვითონ გადაწყვეტს, როცა ამის საჭიროება იქნება, რა განცხადება გაავრცელონ.

„დავასრულეთ რაიმე სახის კომენტირება ამ საკითხებზე. ეს არ არის ჩვენი საკითხი. აქ ამ შეკითხვებს არ უნდა სვამდეთ პოლიტიკოსებთან მაშინ, როცა ეს არის სამართლებრივად განსახილველი საკითხი. შესაბამისი სახელმწიფო უწყება და დაწესებულება თვითონ გადაწყვეტს, როცა ამის საჭიროება იქნება, რა განცხადება გაავრცელონ და რა არა, ამიტომ ჩვენ დავასრულეთ ამ საკითხზე კომენტარი”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის თემის პოლიტიზების მცდელობაა, ამიტომ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებს.

 

შეგახსენებთ, 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის თემის პოლიტიზების მცდელობაა, ამიტომ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებს.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს - ცდილობენ ამ თემის პოლიტიზებას, რაც არასწორია, ეს არის ბოლო კომენტარი, რასაც სააკაშვილთან დაკავშირებით ვაკეთებ. დანარჩენი უნდა გადაწყდეს სამართლებრივ ჭრილში. არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამ თემას არ უნდა მიეცეს. ისინი ფულს ხარჯავენ პოლიტიკური, პიარული კამპანიისთვის, ლობისტებს ქირაობენ. მათი მიზანია პოლიტიზება, ჩვენ კი არ გვინდა ამის პოლიტიზება, ამიტომ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გავაკეთებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა