Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

კობა ნაყოფია სააკაშვილზე-მდგომარეობა რეალურად ძალიან მძიმეა

ნახვები: 471 კობა ნაყოფია სააკაშვილზე-მდგომარეობა რეალურად ძალიან მძიმეა

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც აბსოლუტურად ტყუილი და სიცრუეა, თითქოს მიხეილ სააკაშვილმა ოპერაცია გაიკეთა 2021 წელს - წამოსვლამდე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის სიცრუე , - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ „ვივამედთან“ მედიას განაცხადა.

ის მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს ამ ფაქტით დაინტერესდეს და მსგავსი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, ის გაასაჯაროოს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბოლოს ოპერაცია 2017 წელს ჩაუტარდა.

,,დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც არის აბსოლუტურად ტყუილი და სიცრუე, თითქოს მან ოპერაცია გაიკეთა 2021 წელს - წამოსვლამდე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის სიცრუე. მე მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, ამით დაინტერესდეს. მათივე ინტერესებშია და ხელეწიფებათ ეს გააკეთონ, სახელმწიფო დონეზე მოითხოვონ კლინიკიდან [ინფორმაცია], თუ ასეთი კლინიკა არსებობს, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ოპერაცია გაიკეთა, რაც არის მორიგი ,,ფეიკი” და ტყუილი, რაც სჩვევია ზოგადად ზოგ-ზოგიერთს არ დავასახელებ სახელებს, ეს დოკუმენტები გაასაჯაროონ და დადონ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ოპერაციას, ბოლო მანიპულაცია მიხეილ სააკაშვილზე განხორციელდა დაახლოებით 6 წლის წინ, 2017 წელს. თარიღი ზუსტად არ მახსოვს, ალბათ, დასაწყისში. რანაირი დოკუმენტიც არ არსებობს, ეს დოკუმენტი არ არის 2021 წლის ნამდვილად, ეს იქნება მინიმუმ 5-6 წლის წინანდელი, რაც არც დამალულა და კლინიკასაც, ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია ყველანაირ მანიპულაციაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ოდესმე ჩაუტარდა. არათუ უარვყოფთ, ეს არის სრული სიცრუე და მოვუწოდებ კომპეტენტურ ორგანოებს გამოიკვლიონ, საზოგადოება ნუ შეჰყავთ შეცდომაში. მიზანი არის ძალიან მარტივი გადაფარონ მისი წამების ფაქტები, გადაფარონ მოწამვლის ფაქტები და გადააბრალონ. ახლა მიზეზებს ეძებენ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გამოწვეული, რაღაც ჰიპოთეტურად სადღაც მოგონილი ოპერაციით, რაც არის ტყუილი და სიცრუე. თითქოს ელექტრონული სიგარეტით, ხალხნო სასაცილოა. იმ ადამიანს ვინც ნახავს, ყოველდღიური სიცხე, მისი ნერვული და ნევროლოგიური პრობლემები, რაც მას აღენიშნება, ამას დამატებული 73 კილოგრამი წონა. ადამიანი 116 კილოგრამი იყო, როდესაც ის პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდა. ახლა 73 იწონის, 43 კილო აქვს ადამიანს დაკარგული. რაზე ვსაუბრობთ!”, - განაცხადა ნაყოფიამ.

როგორც კობა ნაყოფიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ყოველდღე სიცხე და წონის კლება აქვს, რაც ,,წარმოუდგენელი და საგანგაშოა.”

,,ბოლო პერიოდის განმავლობაში რაც ხდება, შემიძლია ერთი სიტყვით შევაფასო, ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. დღეს რაც ვნახე, ბოლოს როცა მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე იმასთან შედარებით გაცილებით უფრო სუსტად არის. თქვენ წარმოიდგინეთ უბრალოდ მისი სიმაღლის ადამიანი, მისი აღნაგობა, ალბათ, ყველას გახსოვთ და ის 73 კილოს იწონის. აი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. თქვენ წარმოიდგინეთ, უმძიმესი სურათი. ამაზე მძიმე სურათი, 73 კილოს იწონის ადამიანი, ყოველ დღე მას უფიქსირდება 38+ სიცხე.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახლა არის მისი ჯანმრთელობის გადარჩენა, მე მოვუწოდებ ყველას, ნუ მანიპულირებენ რაღაც მოგონილი ოპერაციებით, ნუ მანიპულირებენ, რაღაც თითქოს ელექტრონული სიგარეტებით, ნუ მანიპულირებენ რაღაც აბსოლუტური გამოგონილი ფაქტებით. შეუზღუდეს ელექტრონული სიგარეტის მიწოდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან არანაირ კავშირში არ არის, არც ერთი ის არგუმენტი ან რაღაც მოგონილი ფაქტები, რასაც ზოგიერთი ცდილობს რომ გაავრცელოს. ყოველდღიური 38+ სიცხე, ასეთი წონის კლება, მეგობრებო ეს წარმოუდგენელია, საგანგაშოა. რა დროს, რა შეიძლება მოხდეს არავინ არ იცის, მისი მდგომარეობა რეალურად არის ძალიან მძიმე, ის ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად. მე ექიმი არ ვარ და კომპეტენტური არ ვარ, რომ ვთქვა რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ნებისმიერ დროს რამე შეიძლება მოხდეს ეს სახეზეა. ყველას მოვუწოდებ, რომ ეს ადამიანი დროზე არის გადასაყვანია უცხოეთში სპეციალიზებულ კლინიკაში სამკურნალოდ”,- განაცხადა ნაყოფიამ.

რაც შეეხება პარტია ,,ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარეობის არჩევნების მიმდინარეობის შესახებ, კობა ნაყოფიამ მიხეილ სააკაშვილს პარტიაში არსებული სიტუაცია გააცნო, მაგრამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

,,დიახ, იყო საუბარი, მან მხოლოდ მოისმინა, რა თქმა უნდა, ვესაუბრე, არ გიმალავთ, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ჩემი მხრიდან საუბარი. მე ვესაუბრე და ჩემი მოსაზრება ვუთხარი, მოისმინა ყველანაირი კომენტარის გარეშე. არანაირი კომენტარი მიხეილ სააკაშვილს არ გაუკეთებია”, - აღნიშნა ნაყოფიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა