ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ერთადერთი ვინც გაასწრებს, არის ადამიანი, რომელსაც ვერტმფრენი აქვს - ივანიშვილი ჩაჯდება ვერტმფრენში და გაფრინდება ცხინვალში

ნახვები: 517 რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ერთადერთი ვინც გაასწრებს, არის ადამიანი, რომელსაც ვერტმფრენი აქვს - ივანიშვილი ჩაჯდება ვერტმფრენში და გაფრინდება ცხინვალში

გოცირიძე გამოეხმაურა აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და ადამიანური უფლებების დაცვაზე მთავრობაა პასუხისმგებელი და აღნიშნა, რომ ივანიშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო რეაგირება მკაცრი იქნება. ამასთან, გოცირიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა.

"ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ მის ჯანმრთელობაზე პასუხს აგებს ხელისუფლება, მთავრობა, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავრობა ვინ არის ვიცით - ბიძინა ივანიშვილი და დაინახავს, რა პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ შეწყვიტა ის პროცესი, რომელსაც ახლა მართავს, ეს არის ფაქტობრივად მიხეილ სააკაშვილის სიკვდილამდე მიყვანა. სხვათაშორის საფრანგეთის მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ მისი მოქალაქე მართავს არაკანონიერად საქართველოს, მიტაცებული აქვს ძალაუფლება საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილს, მოქალაქეობა როგორ მიიღო, ეს კიდევ სხვა საკითხია და ამის შესწავლასაც თუ დაიწყებენ, კარგი იქნება. როგორ კურიოზულადაც არ უნდა ჟღერდეს თავად ფაქტი, საფრანგეთიც პასუხისმგებელია და არ იყო შემთხვევითი მიხეილ სააკაშვილის წერილი მაკრონის მიმართ. ის არის საფრანგეთის მოქალაქე, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება საქართველოში, ამიტომ საერთაშორისო რეაგირება იქნება მკაცრი და შეიძლება ივანიშვილს სანქციებიც სანატრელი გაუხდეს,"- განაცხადა გოცირიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე წლის წინ კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული და აღნიშნა, რომ მსგავს ინფორმაციებს პროპაგანდისტული მიზნები აქვს.

"არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რამ გამოიწვია მისი ეს მდგომარეობა, ფაქტია, რომ სიკვდილის პირას არის, დანარჩენი ზღაპრები, სისულელეები და ჭორებია, პროპაგანდისტული ფონი უნდათ შექმნან და არ ანაღვლებთ ადამიანის ჯანმრთელობა და ქვეყნის ბედი. მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ერთადერთი ვინც გაასწრებს, არის ადამიანი, რომელსაც ვერტმფრენი აქვს, ივანიშვილი ჩაჯდება ვერტმფრენში და გაფრინდება ცხინვალში. დანარჩენი ამ ქვეყანაში საშინელი ვითარება იქნება და ამას თუ ვერ აცნობიერებენ, ყურმოჭრილი მონები, უპასუხისმგებლო ადამიანები არიან, რომლებიც რისკავენ ქვეყნის მომავლით და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლით,"- განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა