თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გიგა ბოკერია - რუსეთი გაცვლის მოთხოვნით ფაქტობრივად ადასტურებს ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს, ლეგიტიმურია „ოცნებას“ ხელახლა ვკითხოთ, რა არის მათი პოზიცია

ნახვები: 538 გიგა ბოკერია - რუსეთი გაცვლის მოთხოვნით ფაქტობრივად ადასტურებს ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს, ლეგიტიმურია „ოცნებას“ ხელახლა ვკითხოთ, რა არის მათი პოზიცია

რუსეთის ხელისუფლებამ, პუტინის რეჟიმმა პრაქტიკულად ღიად დაადასტურა მანამდე არსებული ღია ეჭვები, რომელზეც გერმანიის პროკურატურასა და სასამართლოს ჰქონდა ნამსჯელი, რომ ეს ქმედება (ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა) მათი ჩადენილია - ისინი ითხოვენ ამ ФСБ-ს მკვლელის ამერიკის მოქალაქეში გაცვლას, რომელიც მათ უკვე წლებია დაკავებული ჰყავთ და რომლის გაცვლაც აშშ-სთან ამ ტიპის ბოლო მოლაპარაკებებში ვერ მოხერხდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ რუსეთის მხრიდან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის აშშ-სთან გაცვლის მცდელობის საკითხზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში პუტინის აგრესიის ფონზეც კი, საქართველოს მოქალაქის, პატრიოტისა და უსაფრთხოების ოფიცრის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საკითხი ბერლინში, საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.

„მინდა შეგახსენოთ, რომ ხანგოშვილი არამხოლოდ საქართველოს მოქალაქე იყო, თუმცა ესეც საკმარისი უნდა იყოს ნებისმიერი ნორმალური პატრიოტი მთავრობისთვის რეაქცია რომ ჰქონდეს, მაგრამ ამის გარდა ის იყო საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ყოფილი ოფიცერი, რომელიც საქართველოს ინტერესებს რუსული აგრესიისგან და ასევე ტერორისტული დაჯგუფებების საფრთხისგან იცავდა.

მისი მკვლელობის მცდელობა რუსულ სამსახურებს ჯერ კიდევ 2015 წელს თბილისში ჰქონდათ, როდესაც სამარცხვინოდ საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად მის დაცვაზე უარი თქვა და შემდეგ მას საქართველოს დატოვება მოუწია. ამის შემდეგ რამდენიმე მომენტი იყო და ახლა განსაკუთრებით, საერთაშორისო ყურადღება ისეთია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას ლეგიტიმურად უნდა იყენებდეს ამ საკითხის წინ წამოსაწევად. იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქის წინაშე მოიხადოს ვალი და იმისთვის, რომ ლეგიტიმურად მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას შეახსენოს საქართველოს პრობლემა ხანგოშვილის მკვლელობის ფონზე.

ამის ნაცვლად, ამ ფონზე, როგორც ამ გამოძიების დროს, ისე შემდგომში, როცა ეს საკითხი განიხილებოდა და ახლაც ჯერჯერობით გვაქვს სრული დუმილი ამ სამარცხვინო რეჟიმისგან. იმ ფონზე, როცა ჩვენ უკრაინაში ქართველი მებრძოლების თაობაზე ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი სამარცხვინო პოზიცია მოვისმინეთ, ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ამ ნიაღვრის დროს ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, მხოლოდ უკრაინაში მებრძოლი ქართველების მიმართ კი არ აქვთ მათ ასეთი მოღალატეობრივი და სამარცხვინო პოზიცია, არამედ საქართველოს უსაფრთხოების ოფიცერზეც, ვინც საქართველოს ჩვენი მტრისგან იცავდა. მის მკვლელობაზე მათ აქამდე არ სურდათ მკაფიო პოზიციის დაფიქსირება და კიდევ ერთხელ განვმეორდები, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის რაც შეიძლება მეტმა წარმომადგენელმა გაიგოს, რა პოზიცია აქვს ამაზე დღევანდელ ხელისუფლებას, რატომ სდუმან და თუ ეს ღალატის კიდევ ერთი მტკიცებულება არაა, სხვა რა უნდა იყოს, საქართველოს უსაფრთხოების ოფიცრის მკვლელობის პირდაპირი ხელშეწყობა?! როგორ უნდა დაიცვას ამ ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, როცა ყველამ იცის, რომ ის არ იცავს იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფო სამსახურში იცავდა ჩვენს ქვეყანას მტრებისგან, არამარტო რუსეთისგან,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა