რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

იუსტიციის მინისტრის მოადგილე - სააკაშვილთან დღემდე, 1500-ზე მეტი მნახველი იყო, რაც ადასტურებს იმას, რომ სისტემა გახსნილია და არაფერია დასამალი

ნახვები: 469 იუსტიციის მინისტრის მოადგილე - სააკაშვილთან დღემდე, 1500-ზე მეტი მნახველი იყო, რაც ადასტურებს იმას, რომ სისტემა გახსნილია და არაფერია დასამალი

მასთან [მიხეილ სააკაშვილთან] დღემდე, 1500–ზე მეტი მნახველი იყო, რაც ადასტურებს იმას, რომ სისტემა არის გახსნილი და არაფერი არაა დასამალი,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განუცხადა.

კითხვაზე, რატომ არ მიეცა სააკაშვილს დღეს პროცესზე დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ “პირი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში და სამედიცინო დაწესებულება შესაბამისად არაა მოწყობილი”.

„ახლა მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ყოველთვის ძალიან გახსნილები არიან ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის დასტურია ის გარემოება, რომ მასთან დღემდე, 1500–ზე მეტი მნახველი იყო. ეს ადასტურებს იმას, რომ სისტემა არის გახსნილი, არაფერი არაა დასამალი და იმასაც გეტყვით, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საქართველოს მთავრობა დეტალურ ინფორმაციას აწვდის როგორც გაეროს, ისე ევროსაბჭოს, ევროკავშირს.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ პირმა სასჯელის მოხდა გააგრძელოს თუ ამის გადავადება მოხდეს. პროცესი ჩანიშნულია იმისთვის, რომ მოსამართლემ დამოუკიდებლად, ზეწოლის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება.

სამინისტრო, როგორც აქამდე, გააგრძელებს მისი უფლებების დაცვას. მას არცერთ ეტაპზე არ შეფერხებია უფლებების დაცვა”,- განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა