რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ბათუმის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ

ნახვები: 428 „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ბათუმის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ბათუმის საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ. მიზეზად დებუტატები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ და ქუჩის აქციებს აანონსებენ.

„დღეს ამ ქვეყანაში „ქართული ოცნება“ დემოკრატიას ასამარებს, გვიზღუდავს ევროპულ გზას. მეტიც, კლავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წევრებთან ჯდომა ნიშნავს პირდაპირ გარიგებას ბიძინა ივანიშვილთან. ჩამომპალი სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, რომელიც ჩვენს ევროპულ მომავალს ანგრევს, უნდა დაინგრეს. ამიტომ ევროპული მომავლისთვის ერთადერთი გზა გადის თავისუფლებასა და თითოეული ჩვენგანის ხმის ამოღებაზე. ჩვენ არ ვაპირებთ აქ ჯდომას და „ქართულ ოცნებასთან“ ყოფნას, რადგან ისინი კლავენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ამიტომ პროტესტი ქუჩაში უნდა გაგრძელდეს. ხელისუფლება მოუსავლეთში უნდა გავუშვათ“,- განაცხადა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, რეზო ხარაზმა.

მმართველ გუნდში კი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობად და დესტაბილიზაციის შემოტანის მორიგ წარუმატებელ მცდელობად შეაფასეს.

„ეს არის უპასუხისმგებლო, მავნებლური დამოკიდებულება ქალაქისადმი, რომელიც ელოდება მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღებას – უპრეცედენტო 285-მილიონიან ბიუჯეტს. ამის მიზეზი ის არის, რომ ვერც ერთ პროგრამაში შენიშვნა ვერ დაასახელეს. მათი დესტრუქციული ქმედება გრძელდება, უკვე მერამდენედ დგამენ ასეთ შოუებს. საზოგადოება დაიღალა და არც აქცევს ყურადღებას“, – განაცხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან, თენგიზ აფხაზავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა