ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ხათუნა სამნიძე - გუშინდელი დღე დასრულდა კვლავ იმით, რომ ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული მოძალადე ჯგუფები ვერ ან არ მართა

ნახვები: 267 ხათუნა სამნიძე - გუშინდელი დღე დასრულდა კვლავ იმით, რომ ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული მოძალადე ჯგუფები ვერ ან არ მართა

პარლამენტის დეპუტატის, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, სამართალდამცველებს ჰქონდათ მითითება, რომ ძალადობრივი ჯგუფებისთვის ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისას ხელი არ შეეშალათ, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ ამ ჯგუფების მიზანი ევროატლანტიკური ოჯახიდან საქართველოს დაშორებაა.

როგორც სამნიძემ გუშინ პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას ჟურნალისტებთან აღნიშნა, ხელისუფლებამ ძალადობრივი ჯგუფები ვერ ან არ მართა.

„გუშინდელი დღე დასრულდა კვლავ იმით, რომ ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული მოძალადე ჯგუფები ვერ ან არ მართა. ბოლოს რაც ვიხილეთ, დროშის ჩამოხსნა და განადგურება, იყო დამადატურებელი, რომ სამართალდამცველ ორგანოებს ასეთი დავალება ჰქონდათ, რომ ხელი არ შეეშალათ ამ ჯგუფებისთვის. ეს არის ამ ჯგუფების ბრძანება, მიმართულება, რუსული, საპატრიარქოს მიერ მართული კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც უნდა დააშორონ ეს ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად, დიდი ნაბიჯებით ევროატლანტიკურ ოჯახს. მაგრამ ეს არ გამოუვა.

ჩემი აზრით, სამართალდამცველ ორგანოებს ჰქოდნათ მითითება, არ შეწინააღმდეგებოდნენ რადიკალურ ჯგუფებს, როდესაც ისინი დაიწყებდნენ უკვე მეორედ ევროკავშირის დროშის განადგურებას. ეს არის სიმბოლო, ჩვენება, დემონსტრირება იმისა, რომ ეს რადიკალური ჯგუფები გაჩერებას არ აპირებენ და მათი მთავარი სამიზნე არის ამ ქვეყნის დაშორება ევროპისგან. მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან ამ ქვეყანას არ მიატოვებენ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიროები და ეს ქვეყანა რუსეთს და რუსეთის მიერ მართულ საპატრიარქოს არ დარჩება",- განაცხადა სამნიძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა