ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ხატია დეკანოიძე - ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ივანიშვილის და საპატრიარქოს პასუხისმგებლობა

ნახვები: 285 ხატია დეკანოიძე - ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ივანიშვილის და საპატრიარქოს პასუხისმგებლობა

რაც ბოლო 48 საათში საქართველოში ხდებოდა, ჩვენი ქვეყნის გზაგასაყარია - ან ქვეყანას ვუთმობთ რუსეთს და ეს დაიწყო პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ან მივდივართ იქით, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი და ბუნებრივი ადგილია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები.

დეკანოიძის თქმით, ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლებასთან არიან გარიგებული. მისი აზრით, ამ ყველაფრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.

"ეს ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლებასთან გარიგებული ჯგუფები არიან, მათ შორის ანაფორას ამოფარებული ჯგუფები საპატრიარქოდანაც, ვინც ცდილობს, საქართველოდან განდევნოს ევროკავშირი და ევროპული ღირებულებები, ასევე ცდილობს, ამ ცივილიზაციას დაუპირისპიროს ბნელი ძალები. შურისძიება იყო ჟურნალისტებზე. დარწმუნებული ვარ, მათ პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული, რომ კრიტიკულ მედიაზე და ყველა ჟურნალისტზე შური ეძიათ, ეს ჩანდა შორიდან. ეს არის უმძიმესი წერტილი სტრატეგიული პარტნიორებისთვის. ეს ყველაფერი არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, როგორც მოქმედებს რუსეთი, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების დახმარებით. ეს არის ის ყველაფერი, რაც არის "ქართული ოცნების" მმართველობის შედეგი. ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის და საპატრიარქოს პასუხისმგებლობა",- განაცხადა დეკანოიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა