ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ილია დარჩიაშვილი - ჩვენი ქვეყანა მწვანე ენერგიის და განახლებადი ენერგიების გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება

ნახვები: 608 ილია დარჩიაშვილი - ჩვენი ქვეყანა მწვანე ენერგიის და განახლებადი ენერგიების გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება

ჩვენი ქვეყანა მწვანე ენერგიის და განახლებადი ენერგიების გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, დღევანდელ შეკრებაზე ევროკომისიის პრეზიდენტის დასწრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

 

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა რუმინეთში, სადაც შეიკრიბნენ ლიდერები და ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას. სტრატეგიულ შეთანხმებას მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის. აქ აღნიშვნის ღირსია, რომ საქართველოს ამ პროცესში აქვს გამორჩეული ადგილი. ჩვენი ქვეყანა მწვანე ენერგიის და განახლებადი ენერგიების გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება. ასევე გადაცემის ნაწილში საქართველოს აქტიური და მნიშვნელოვანი როლი ექნება მომავალშიც. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად აახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღევანდელ შეკრებაზე ევროკომისიის პრეზიდენტის დასწრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ნიშნავს, რომ ეს პროექტი მხარდაჭერილია ევროკომისიის მხრიდან. გარდა იმისა, რომ ორი ევროკავშირის წევრი ქვეყანა არის მონაწილე ამ შეთანხმების, ევროკომისიის პრეზიდენტის დასწრება ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ეს პოლიტიკური ჟესტი, მისი აქ ჩამობრძანება. ეს ნიშნავს, რომ ამ პროექტს ერთის მხრივ, მხარდაჭერა ექნება და მეორეს მხრივ, ჩვენი პრიზმიდან, ჩვენი ჭრილიდან დანახული, საქართველოს ენიჭება კიდევ მორიგი ბერკეტი, რომ შეასრულოს რეგიონული ლიდერი ქვეყნის როლი, რაც პირველ რიგში, ეხმარება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა