Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ ცდილობდა, შეეჩერებინა უკრაინელების დარტყმა იმ ობიექტზე, სადაც დაზვერვის ცნობით, რუსეთის გენშტაბის უფროსი იმყოფებოდა

ნახვები: 434 „ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ ცდილობდა, შეეჩერებინა უკრაინელების დარტყმა იმ ობიექტზე, სადაც დაზვერვის ცნობით, რუსეთის გენშტაბის უფროსი იმყოფებოდა

აშშ ცდილობდა, შეეჩერებინა უკრაინელების დარტყმა იმ ობიექტზე, სადაც დაზვერვის ცნობით, რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „ამერიკულმა დაზვერვამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე მოიპოვა ინფორმაცია, რომ რუსეთის გენშტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი უკრაინაში მიმდინარე ომის ფრონტის ხაზზე აპირებდა ჩასვლას, ვაშინგტონი შეეცადა ეს ინფორმაცია უკრაინელებისთვის დაემალა, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოხერხდა“.

როგორც გამოცემა წერს, აშშ სთხოვდა უკრაინას, არ მიეტანა იერიში იმ შტაბზე, სადაც გერასიმოვი იმყოფებოდა. საპასუხოდ კიევში განაცხადეს, რომ დარტყმა უკვე მიიტანეს.

როგორც „ნიუ იორკ თაიმსთან“ საუბარში ანონიმური წყარო ამტკიცებს, ვაშინგტონში მიაჩნდათ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის სიკვდილს შესაძლოა, რუსეთსა და აშშ-ს შორის ომი გამოეწვია.

ქალაქ იზიუმში მდებარე რუსულ სამხედრო შტაბზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. მაშინ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დარტყმის შედეგად გერასიმოვი დაიჭრა, თუმცა ეს ცნობები არავის დაუდასტურებია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა