ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ბადრი ჯაფარიძე - ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია პირდაპირი ინვესტიციები ქვეყანაში, რაც დღეს შეწყვეტილია

ნახვები: 327 ბადრი ჯაფარიძე - ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია პირდაპირი ინვესტიციები ქვეყანაში, რაც დღეს შეწყვეტილია

ევროკომისარმა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგვიზიარა - ევროკავშირის მიერ თითქმის ოთხი მლრდ ევროს ინვესტიცია განხორციელდება შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, ეს არის უმნიშვნელოვანესი თანხა. ეს ინვესტიცია განხორციელდება ინფრასტრუქტურაში, ციფრულ ტექნოლოგიებში, საშუალო და მცირე ზომის ბიზნესებში. მთლიანობაში, დაახლოებით 20 მლრდ ევროს პაკეტია დამტკიცებული პოსტპანდემიურ პერიოდში, ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, - ამის შესახებ „ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოთხი მლრდ ევროს ინვესტირება საქართველოში ქვეყანას სხვა დონეზე აწევს.

„ამავე დროს, ევროკომისართან იმაზე ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია პირდაპირი ინვესტიციები ქვეყანაში, რაც დღეს შეწყვეტილია კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვისა და იმის გამო, რომ შარლ მიშელის შეთანხმება არ ხორციელდება ისე, როგორც იქ არის გაწერილი და აქ ევროკავშირის, ამერიკისა და ჩვენი პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა, რომ მოსამართლეების პროცესი ხორციელდება დარღვევით. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმაზეც, რომ გუშინწინ, ძალადობრივი ჯგუფები ქუჩებში არბევდნენ ჟურნალისტებს და შეურაცხყოფას აყენებდნენ გამვლელებს, მათ დააზიანეს ჟურნალისტები და ამას პოლიცია აკვირდებოდა, არანაირი გადამჭრელ ზომებს დღის პირველ ნახევარში არ იღებდა, რამაც განცდა დატოვა, რომ მათ არ ჰქონდათ შესაბამისი ბრძანება, ასეთი ძალადობრივი აქტები აღეკვეთათ. ვნახეთ, რომ ევროკავშირის სახით გვყავს უახლოესი და უერთგულესი პარტნიორი, რომელიც ზრუნავს ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკის აღორძინებაზე, მოქალაქეებზე და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ დეკლარაციები კი არ იყოს საქართველოს მხრიდან და რასაც ხშირად ვისმენთ მმართველი გუნდისგან, რომ საქართველოს ამოცანაა, გახდეს, ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი და ეს არის ქართველი ხალხის სურვილი, არამედ რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ევროკავშირის დროშის ფეხქვეშ გათელვა, დაწვა მოხდა და ეს არის სამარცხვინო ფაქტი, არაცივილიზებულობის მაჩვენებელი. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება და ხელისშეშლა ვერ ვნახეთ, რაც დამაზიანებელია. დროშის მიმართ ვანდალური აქტი განხორციელდა, ეს იყო არაცივილი გამოხატულება და ანალოგიური შეხედულება აქვს ევროკომისარს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა