ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პაატა მანჯგალაძე რეზოლუციაზე : არ მაინტერესებს ეგ საკითხი, რომ შვიდი, თუ 15 წლის უკან ვიღაცამ რაღაცას მოაწერა ხელი

ნახვები: 461 პაატა მანჯგალაძე რეზოლუციაზე : არ მაინტერესებს ეგ საკითხი, რომ შვიდი, თუ 15 წლის უკან ვიღაცამ რაღაცას მოაწერა ხელი

არ მაინტერესებს ეგ საკითხი, - ასე უპასუხა პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის’’ ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ნაციონალურმა მოძრაობამ ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალა. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, არ არის საინტერესო შვიდი წლის წინ, ვინ რას მოაწერა ხელი. ,,არ მაინტერესებს ეგ საკითხი. ღალატად მიმაჩნია ის, რომ ,,ქართული ოცნების’’ პირობებში მავთულხლართების გავლებამ ე.წ ასევე, ინსტალაციების მოწყობამ, როგორც ლაპარაკობენ, გამოიწვია ის, რომ მშვიდობის პერიოდში, სამი სოხუმის მასშტაბის ტერიტორია არის შემოღობილი და შვიდი ცხინვალის. აი, ამაზე ვისაუბროთ. და არა იმაზე, რომ შვიდი წლის უკან, თუ 15 წლის უკან, ვიღაცამ რაღაცას მოაწერა ხელი,’’ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა