ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თეა წულუკიანი - ევროკავშირის ფარგლებში ხელმოწერილი დოკუმენტი არის უდიდესი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის და არ უნდა დავკავდეთ მხოლოდ იმ ნეგატივზე საუბრით, რომელსაც იწვევს ერთი ჭირვეული პატიმარი

ნახვები: 470 თეა წულუკიანი - ევროკავშირის ფარგლებში ხელმოწერილი დოკუმენტი არის უდიდესი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის და არ უნდა დავკავდეთ მხოლოდ იმ ნეგატივზე საუბრით, რომელსაც იწვევს ერთი ჭირვეული პატიმარი

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა მეგობარი ქვეყნების მონაწილეობით რუმინეთში ხელმოწერილ ისტორიულ დოკუმენტს უფრო მაღალ ხარისხში აჰყავს საქართველოს გეოსტრატეგიული როლი.

თეა წულუკიანის შეფასებით, ასეთ საკითხებზე მეტად უნდა გამახვილდეს ყურადღება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩვენს ქვეყანას ჰქონდა უპრეცედენტო მნიშვნელობის და ისტორიული ვიზიტი. მინდა, მივულოცო ჩვენს ხალხს ეს წარმატება. ჩვენ ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის მეთაურობით და სხვა პირველი პირების, მეზობელი და მეგობარი ქვეყნების მონაწილეობით ევროკავშირის ფარგლებში ხელმოწერილი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელსაც კიდევ ერთხელ უფრო მაღალ ხარისხში აჰყავს საქართველოს გეოსტრატეგიული როლი და მნიშვნელობა. არა მხოლოდ რეგიონებს შორის დამაკავშირებელი ფუნქციის სახით, არამედ როგორც ევროპული დიდი სივრცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის როლით. ეს არის უდიდესი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის და ასეთ ამბებს ერთმანეთს უფრო აქტიურად უნდა ვულოცავდეთ და არ ვიყოთ დაკავებული მხოლოდ იმ ნეგატივზე საუბრით, რომელსაც იწვევს, მაგალითად, რომელიღაცა ერთი ჭირვეული ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმარი, დღეს რას მიირთმევს, რას – არა, იმკურნალებს, თუ არა. ჩვენი ხელისუფლება ვიდრე იქნება, და იმედი მაქვს, მომავალშიც იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და ვიმუშავებთ იმაზე, როგორ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის როლი როგორც გეოპოლიტიკურად, ისე გეოსტრატეგიულად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა