Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ხატია დეკანოიძე - პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, პენიტენციური სამსახური სააკაშვილის უფლებებისა და სიცოცხლის დაცვით უნდა იყოს დაინტერესებული

ნახვები: 546 ხატია დეკანოიძე - პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად, პენიტენციური სამსახური სააკაშვილის უფლებებისა და სიცოცხლის დაცვით უნდა იყოს დაინტერესებული

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებობს ექსპერტიზის ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა, სადაც ნათლად წერია ის მოცემულობა, რაც არის მძიმე ხელისუფლებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, პენიტენციური სამსახური დაინტერესებული უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და სიცოცხლე დაიცვას.

„ხელისუფლება რომ დაინტერესებული იყოს თავიდან ბოლომდე იმ საკითხით, რატომ აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ასეთი მძიმე მეტალები, როგორიც არის მერკური და არსენიკი, რაც არის ექსპერტიზაში მითითებული, ახლა უნდა ატარებდნენ გამჭვირვალე გამოძიებას, მათ შორის ფედერალური ბიუროს ჩართულობით, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ, პენიტენციური სამსახური ახლა დაინტერესებული და გადართული უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და სიცოცხლე დაიცვას და არა პოლიტიკური განცხადებები აკეთოს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა