ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი ღარიბაშვილი - ძალადობა, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, არ არის მთავრობის ინტერესებში, ეკლესიის ინტერესებში, ეს შეიძლება, იყოს მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში, დესტრუქციული ოპოზიციონერების ინტერესებში

ნახვები: 409 ირაკლი ღარიბაშვილი - ძალადობა, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, არ არის მთავრობის ინტერესებში, ეკლესიის ინტერესებში, ეს შეიძლება, იყოს მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში, დესტრუქციული ოპოზიციონერების ინტერესებში

ძალადობა, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, არ არის მთავრობის ინტერესებში, ეკლესიის ინტერესებში, ეს შეიძლება, იყოს მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში, დესტრუქციული ოპოზიციონერების ინტერესებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება არასასიამოვნო, ძალადობრივ ფაქტებს, ეს საჯაროდ დავგმე, ბატონო კომისარო. მიუღებელია სრულიად, კატეგორიულად მიუღებელი არის ნებისმიერი ფორმით გამოხატული ძალადობა და მით უმეტეს, ძალადობა ჟურნალისტებზე. ეს არის გაუგონარი ფაქტი, ეს არ არ არის არც მთავრობის ინტერესებში, არც ეკლესიის ინტერესებში, არც ჩვენი ხალხის ინტერესებში, არც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ეს შეიძლება, იყოს ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში ან ზოგიერთი დესტრუქციული ოპოზიციონერების ინტერესებში, სამწუხაროდ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი რარიბაშვილის თქმით, ეს ფაქტები იქნება გამოძიებული.

„პოლიციამ დაიწყო უკვე ადამიანების დაკავება, ვინც ჩაიდინეს ძალადობა. გუშინ იყო ანალოგიური ფაქტები, გუშინ პოლიციამ 100 ადამიანი დააკავა ადგილზე და რა ამ ფაქტებს არ დავტოვებთ გამოუძიებელს. ჩემს წინა სიტყვაში ვთქვი, რომ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის შეუქცევადი. ამ გზაზე გარკვეული პროვოკაციული ჯგუფები შეეცდებიან ზიანის მიყენებას ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ეს არ შეგვაფერხებს, ჩვენ ამ პროვოკაციებს დავძლევთ და მივაღწევთ საერთო, დიდ მიზანს, რაც არის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

ვართ დიდი კულტურისა და ცივილიზაციის ქვეყანა და ერი, ერთ-ერთი უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ერი. ცალკეული ძალადობრივი ფაქტების განზოგადება არ არის სწორი. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ქართველი ხალხის ხელწერა. ის გარკვეული რამდენიმე პროვოკაციულად მოქმედი ადამიანის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები, იქნება აღკვეთილი, გამოძიებული და შესაბამისად იქნება ყველა ადამიანის დასჯილი. ეს ხდება ყველა ქვეყანაში, ხდება ევროპაშიც, აშშ-შიც, ყველგან, სადაც ასევე რეაგირებს პოლიცია და იცავს კანონის უზენაესობას. ასეც მოვიქცევით ჩვენ.

შეგახსენებთ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, 2014 წელს სწორედ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ჩვენ მივიღეთ ანტისიდკრიმინაციული კანონი, თუმცა ამავე დროს, ვინაიდან გავითვალისწინეთ ჩვენი საერთო ტრადიციები და კულტურა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები, ჩვენ მაშინ კონსტიტუციაში ასევე მოვახდინეთ დეფინიცია ქორწინების, რაც აბსოლუტურად სხვა საკითხია. მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება დისკრიმინაცია განსხვავებული აზრის, განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანების. ყველა ადამიანი არის დაცული კანონის მიერ და კონსტიტუციის ქვეშ და ეს ასეც იქნება, ამის გარანტიას გაძლევთ და ამის გარანტიას იძლევა ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი კანონი. ჩვენ, როგორც მთავრობა, ამ კანონს აღვასრულებთ. ასე რომ, კიდევ ერთხელ მე მინდა თქვენთვის განვმარტო და მოსახლეობისთვის განვმარტო, რადგან მოსახლეობა გვისმენს - ცალკეული პროვოკაციული შემთხვევების განზოგადება არასწორია. ეს უნდა არ შედის ჩვენს ინტერესებში. ცხოვრება გრძელდება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებს პარლამენტის წინ და ასე იქნება მუდმივად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა