ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნიკოლოზ სამხარაძე - სააკაშვილის მიერ ანალიზების აღებაზე უარი კითხვებს ბადებს, რადგან მოწამვლასთან დაკავშირებით სიმართლის დასადგენად ყველაზე კარგი საშუალება ანალიზების აღებაა

ნახვები: 458 ნიკოლოზ სამხარაძე - სააკაშვილის მიერ ანალიზების აღებაზე უარი კითხვებს ბადებს, რადგან მოწამვლასთან დაკავშირებით სიმართლის დასადგენად ყველაზე კარგი საშუალება ანალიზების აღებაა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ანალიზების აღებაზე უარი კითხვებს ბადებს.

მისივე თქმით, როდესაც ოპონენტები სააკაშვილის მოწამვლაზე საუბრობენ, მაშინ სიმართლის დადგენის ყველაზე კარგი საშუალება ანალიზების აღებაა.

„მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ანალიზების აღებაზე უარი კითხვებს ბადებს. ოპონენტები როდესაც საუბრობენ, რომ ადამიანი მოწამლულია, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში, სიმართლის დასადგენად ყველაზე კარგი საშუალება ანალიზების აღებაა. კითხვას ბადებს, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც ამის წარმოჩენას მისი პოლიტიკური მეგობრები, ადვოკატები ცდილობენ. ეს ყველაფერი ერთი დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ სააკაშვილი დაუძვრეს პასუხისმგებლობას და სასჯელი არ მოიხადოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძემ სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციას არანაირი ნდობა არ აქვს.

„რაც შეეხება „ემპათიას“, ამ ორგანიზაციამ სახელი „გაითქვა“ თავისი მოქმედებებით, ჯერ კიდევ შაქარაშვილის მძიმე მკვლელობის დროს. ძალიან ცუდად მოიქცნენ და არანაირი ნდობა არ აქვს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა