ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ალეკო ელისაშვილი - ვწუხვარ, რომ დანარჩენი ოპოზიცია პროცესში არ მონაწილეობს, ყველას რომ დაესვა ის კითხვა, რაც გვაწუხებს, უკეთ დავინახავდით, რომელი იმსახურებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას

ნახვები: 302 ალეკო ელისაშვილი - ვწუხვარ, რომ დანარჩენი ოპოზიცია პროცესში არ მონაწილეობს, ყველას რომ დაესვა ის კითხვა, რაც გვაწუხებს, უკეთ დავინახავდით, რომელი იმსახურებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებიდან ჯერჯერობით ნდობა არავის დაუმსახურებია და ყველა ცდილობს, მწვავე კითხვებს გაექცეს.

მისივე შეფასებით, კარგი იქნებოდა დანარჩენ ოპოზიციასაც მიეღო პროცესში მონაწილეობა და მოსამართლეებისთვის კითხვები დაესვათ.

„ჯერჯერობით, დიდი ნდობა არავის დაუმსახურებია, განსაკუთრებით გუშინ ერთი კანდიდატი იყო, ბატონი თევზაძე, რომელსაც იმედი მაქვს, რომ საერთოდ არანაირი მხარდაჭერა არ ექნება, სხვები ვნახოთ, შთაბეჭდილება არავის არ მოუხდენია, ყველა ცდილობს, მწვავე კითხვებს გაექცეს, ვითომ კლანი არ არსებობს და დაახლოებით ასეთი პოზიცია აქვს. რომ მეთქვა, ეს არის პრინციპული, მტკიცე, ჩამოყალიბებული მოსამართლე, ჯერჯერობით ასეთი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. არც წინასწარი განწყობა გვაქვს, რომ მხარი არავის დავუჭიროთ და არც ის, რომ ვინმეს მხარი დავუჭიროთ, ვინ რა შთაბეჭდილებას დატოვებს, იმის მიხედვით.

წუხილს გამოვთქვამ იმის გამო, რომ დანარჩენი ოპოზიცია არ არის, ყველას რომ დაესვა ის კითხვა, რაც ხალხში არის, რაც გვაწუხებს, უკეთესი იქნებოდა, უკეთ დავინახავდით, რომელი მოსამართლე იმსახურებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას, რატომ აარიდეს თავი ამას, არ ვიცი. სწორი იქნებოდა ამ პროცესის გაჩერება, რომ არ ყოფილიყო კანდიდატების განხილვა, მაგრამ ვხედავთ, რომ ვერ გავაჩერეთ ეს პროცესი, რა სჯობს, ზურგი ვაქციოთ, გავიბუტოთ და „ოცნებას" დავუტოვოთ საჟღურტულოდ ეს კანდიდატები, თუ მწვავე კითხვები დავუსვათ?

შეგვეძლო, ეს პროცესი გაცილებით მწვავე გაგვეხადა. თავს ნუ მოვიტყუებთ, მხარს თუ დაუჭერს „ოცნება", ლეგიტიმაციაც იქნება და დაინიშნება კიდეც, ალტერნატიულ სასამართლოს ვერ გავაკეთებთ, „ოცნებისგან" გაცილებით ტკბილ და დაშაქრულ კითხვებს ველოდი, მაგრამ ალაგ-ალაგ არის მწვავე კითხვებიც, არ მინდა, თავი მოვიტყუო, მაგრამ მაქვს განცდა, რომ რამდენიმე კანდიდატით ისეთივე აღშფოთებულები უნდა იყვნენ, როგორც სხვები. შეგვეძლო, ეს პროცესი გაცილებით მწვავე გაგვეხადა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა