რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

გიორგი კაკაურიძე - წელს რთველის დაფინანსება 100 მილიონი ლარით იზრდება

ნახვები: 438 გიორგი კაკაურიძე - წელს რთველის დაფინანსება 100 მილიონი ლარით იზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 177 მილიონი ლარით იზრდება და ეს ზრდა დაკავშირებულია რამდენიმე პროგრამასთან, მათ შორის, პირველ რიგში არის რთველი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, წელს რთველის დაფინანსება 100 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში შეადგენს 138 მილიონ ლარს.

„მოგეხსენებათ 2016 წლის მერე დაწყებული იყო ეტაპობრივი გამოსვლა ამ პროგრამიდან და 2019 წელს ფაქტობრივად ბიუჯეტიდან თანხები არ დახარჯულა, თუმცა 2020 წელს პანდემიამ გამოიწვია საკმაოდ მნიშვნელოვანი შემცირება მოთხოვნის კუთხით ბაზარზე, რამაც გაართულა ამ სექტორში სიტუაცია და ჩვენი ჩარევის გარეშე საკმაოდ მძიმე ვითარება იქნებოდა სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის, ამიტომ ჩვენ მოგვიწია როგორც გასულ წელს, ასევე წელსაც თანხების გათვალისწინება", - განაცხადა კაკაურიძემ.

პარლამენტში აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა იმართება, რომელზეც 2021 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა