თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმით ოპოზიცია 19 აპრილის შეთანხმებას არღვევს

ნახვები: 415 შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმით ოპოზიცია 19 აპრილის შეთანხმებას არღვევს

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარის თქმით 19 აპრილის შეთანხმებას არღვევს.

მისივე თქმით, შეთანხმების მიხედვით, ოპოზიციის მიმართ ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება იყო პარლამენტში შესვლა და პროცედურებში ჩართვა.

„მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში ოპოზიცია რომ არ მონაწილეობს, ამით არღვევს 19 აპრილის შეთანხმებას. იცით, რომ შარლ მიშელის შეთანხმებით ოპოზიციის მიმართ ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება იყო პარლამენტში შემოსვლა და პროცედურებში ჩართვა. ჩვენ 19 აპრილის შეთანხმებას ზედმიწევნით მივყვებით. სხვათა შორის, „ქართული ოცნება" ერთადერთი პარტიაა, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებას ასრულებს. იცით, რომ ამნისტიას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა და ამით შეთანხმებას არღვევენ, ასევე საარჩევნო რეფორმას მხარი არ დაუჭირა „ლელომ", რითაც შეთანხმება დაარღვია. მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არ მონაწილეობენ და ამით შეთანხმებას არღვევენ. ყველაფრის დამრღვევი არის ოპოზიცია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა