რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

გიული ალასანია - ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, გუშინ პრეზიდენტთან უცნაური ხალხი რომ მივიდა და უყვიროდა „მოკალი, მოკალი" - ეს რა უბედურებაა

ნახვები: 515 გიული ალასანია - ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, გუშინ პრეზიდენტთან უცნაური ხალხი რომ მივიდა და უყვიროდა „მოკალი, მოკალი" - ეს რა უბედურებაა

ყველაფრისგან დამოუკიდებლად, ძალიან აღშფოთებული ვარ იმით, რაც პრეზიდენტის წინააღმდეგ ხდება ამ კამპანიის გამო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მან სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია ჰქონდა.

„ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. გუშინ იქ უცნაური ხალხი რომ მივიდა და უყვიროდა "მოკალი, მოკალი". ეს რა უბედურებაა. ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი," - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და სასამართლო პროცესზე ამის გამო ვერ ერთვება.

"ვერ ერთვება. მძიმეა მდგომარეობა და მოითხოვს დაუყოვნებლივ ჩარევას და ამ ადამიანის დახმარებას," - განაცხადა ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა