ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ლევან ხაბეიშვილი - ზურაბიშვილის განცხადება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ შესაძლოა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს

ნახვები: 526 ლევან ხაბეიშვილი - ზურაბიშვილის განცხადება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ შესაძლოა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს

სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მან შესაძლოა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ჩამოყალიბდა რეჟიმი, სადაც შანტაჟი, მუქარა არის ყოველდღიურობა.

„სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება იძლეოდა იმის შესაძლებლობას, აღვიქვათ, რომ შესაძლოა, ამ ადამიანმა მიიღოს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და არ დაიჭიროს, მაგალითად, კალაძის პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას თუ გვიცვლიან ჩვენი ევროპელი კოლეგები სტატუსში ან ევროკავშირის წევრობაში, თურმე ეს არ აინტერესებს. ვინ მისცა კალაძეს უფლება, გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და ევროკავშირზე თქვას უარი, როცა საქართველოს მოქალაქეების 80%-ს უნდა ცივილური სამყაროს წევრობა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. „ქართული ოცნების“ წევრები, ზოგადად, ყველას ესხმიან თავს, ვისაც მარტივად ვერ მართავენ, ვის გადაწყვეტილებაშიც ვერ ერევიან. იმავე კალაძის განცხადება ხომ მუქარა იყო, როცა თქვა, რომ ზურაბიშვილს კარიერა აღარ ექნება, მძიმედ დაამთავრებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, ლევან ხაბეიშვილმა თქვა: „ნიკა მელია რას აკეთებს, ინფორმაცია არ მაქვს“.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგი გამართა. აღნიშნულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით და აღნიშნა: „მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა