ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კახა კალაძე - თანამშრომელთა ხელფასების მატების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტი დამატებით თანხებს გამოყოფს

ნახვები: 507 კახა კალაძე - თანამშრომელთა ხელფასების მატების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტი დამატებით თანხებს გამოყოფს

თანამშრომლებისთვის ხელფასების 10%-ით მატება გრძელდება, რისთვისაც მუნიციპალიტეტი დამატებით თანხებს გამოყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელფასების მატება მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების თანამშრომლებს შეეხება.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, თანამშრომლებისთვის ხელფასების 10 პროცენტით მატება გრძელდება. ამ ყველაფრის მიზანია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებს ჰქონდეთ მეტი სტიმული და ინტერესი, დარჩნენ აღნიშნულ სექტორში, ემსახურონ ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს, გაზარდონ მათი საქმიანობის ეფექტიანობა და რაც მთავარია, პასუხისმგებლობა - მეტი სიფრთხილე, ყურადღება თითოეულ საკითხზე მუშაობისას, თითოეული მოქალაქის მიმართვის განხილვისას, თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს გადაწყვეტილებები ძირითადად, ეხება და ცვლის არა ერთი ან ორი, არამედ ათასობით მოქალაქის ყოფას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა