ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გია ვოლსკი - საავადმყოფოში, იმ ლუქსში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი დროებით ცხოვრობს, რევოლუციური კომიტეტი შექმნეს

ნახვები: 504 გია ვოლსკი - საავადმყოფოში, იმ ლუქსში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი დროებით ცხოვრობს, რევოლუციური კომიტეტი შექმნეს

წარმოუდგენელია, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილის გარშემო ხდება - საავადმყოფოში, იმ ლუქსში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი დროებით ცხოვრობს. რევოლუციური კომიტეტი შექმნეს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, რომელიც დეპუტატებს პატიმარ სააკაშვილთან შესვლის და მისი მონახულების უფლებას აღარ მისცემს.

 

ვოლსკის აზრით, იმ ფონზე, როცა მოწამვლის თემის გარშემო "სრული თაღლითები შეიკრიბნენ", ეს უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას აუცილებლად მოითხოვს.

 

„ვინც სრულიად უტიფარ განცხადებას აკეთებს, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის შეზღუდვის მიზანი მისი იზოლაციაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, თუმცა საზოგადოება შეცდომაში არ შედის და ზუსტად იცის, პატიმარი როგორ უნდა იყოს და რა რეჟიმში უნდა ცხოვრობდეს.

 

არათუ მისი ჯანმრთელობა, მკურნალობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ ედარდებათ, არამედ მისი სიცოცხლეც კი. საკუთარ პროპაგანდისტულ აქტივობებში მოწამვლა, დამძიმება, მოკვდინების სურვილი, პუტინის გვარი შემოიტანეს, უშველებელი პროპაგანდისტული ორგანიზაცია დაიქირავეს, ფულს ხარჯავენ და მსოფლიოს ეუბნებიან, რომ მოწამლული სააკაშვილი უნდა მოკვდეს და ა.შ. აქ არ არის მხოლოდ რეჟიმის დაცვის აუცილებლობა, არამედ აქცენტი გასაკეთებელია მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე. უფრო მეტიც, ხაზგასასმელი სწორედ ეს ნაწილია - სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება ყველა მხრივ უნდა იყოს დაცული, რადგან ასეთი პროპაგანდისტული და ისტერიული, ყოველგვარ ზღვარსგადასული შეტევა სააკაშვილის ჯანმრთელობისა და მისი სიცოცხლისადმი შიშის გამოყენებით, მით უმეტეს, სრული თაღლითების შეკრება მოწამვლის თემის გარშემო, აუცილებლად მოითხოვს უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან გია ვოლსკიმ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დეპუტატებისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლების მინიჭება ჩერდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა