რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ნატოს გენმდივანი - რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაზე

ნახვები: 581 ნატოს გენმდივანი - რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაზე

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას მის მთავარ მიზანზე – უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაზე, ამიტომ საჭიროა, რომ დასავლეთის ქვეყნებს ჰქონდეთ უკრაინის მხარდაჭერის ხანგრძლივი გეგმა.

„ბიბისისთნ“ ინტერვიუში სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ უკრაინის არმიის წარმატებებმა მცდარი წარმოდგენა არ უნდა შექმნას კიევის სწრაფ გამარჯვებასთან დაკავშირებით.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ კონტრშეტევას, თუმცა ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთმა ჩაატარა მობილიზაცია და შეავსო სამხედრო რიგები. მრავალი მობილიზებულთაგანი ახლა სწავლებას გადის. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ისინი ემზადებიან ომის გასაგრძელებლად და შესაძლოა, ახალი შეტევების მცდელობისთვისაც“, – აცხადებს სტოლტენბერგი და აღნიშნავს, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერას საჭიროებს.

„თუ ჩვენ გვსურს, რომ სამშვიდობო შეთანხმებამ გაამყაროს მდგომარეობა, რომ უკრაინამ მოიპოვოს გამარჯვება როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, დემოკრატიულმა ევროპის სახელმწიფომ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის მხარდაჭერა. მათ შორის სამხედრო მხარდაჭერა, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა, დაარწმუნო რუსეთი დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და აღიაროს უკრაინა, როგორც ევროპის სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“,- აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა