სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

გიული ალასანია:გუშინ ძალიან ცუდად იყო და მე შეშინებული წავედი კლინიკიდან

ნახვები: 507 გიული ალასანია:გუშინ ძალიან ცუდად იყო და მე შეშინებული წავედი კლინიკიდან

გუშინდელთან შედარებით, ჩემი შვილი დღეს ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა. გუშინ ძალიან ცუდად იყო და მე შეშინებული წავედი აქედან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესები რაც შეიძლება დაჩქარებულად უნდა ჩატარდეს.

როგორც გიული ალასანია აღნიშნავს, სააკაშვილს აქვს სურვილი, რომ სასამართლო პროცესებს დაესწროს.

„ადრეც ამავე აზრზე ვიყავით, რომ რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპით უნდა მოხდეს სასამართლო განხილვა, იმიტომ, რომ გვაქვს ასეთი მძიმე შემთხვევა, როცა დრო არ ითმენს,“ - განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას, რომელიც ხვალ, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიმართება, როგორც გიული ალასანია აღნიშნავს, ის საპროტესტო აქციებს მიესალმება და მას მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებიც შეუერთდებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა