ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჯანმო - ჩინეთის კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევებს არასათანადოდ ასახავს

ნახვები: 464 ჯანმო - ჩინეთის კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევებს არასათანადოდ ასახავს

ჩინეთი კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალების რეალურზე ნაკლები შემთხვევების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, იტყობინება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების დირექტორმა, მაიკლ რაიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში არასათანადოდაა წარმოდგენილი ჰოსპიტალიზებული, რეანიმაციაში მყოფი და გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ინფორმაცია.

„მიგვაჩნია, რომ ჩინეთიდან გამოქვეყნებული ამჟამინდელი რიცხვები არასათანადოდ ასახავს დაავადების ნამდვილ გავლენას ჰოსპიტალიზაციის, რეანიმაციულ განყოფილებაში განთავსების და განსაკუთრებით სიკვდილიანობის თვალსაზრისით,” - აღნიშნა მაიკლ რაიანმა.

ცნობისათვის, ჩინეთის ჯანდაცვის უწყებების ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყების დღემდე ქვეყანაში ვირუსს 5 259 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა