Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

მაიკლ მაკფოლი - ჯო ბაიდენმა და სხვა ლიდერებმაც უნდა მოუწოდონ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი და მისცეს უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებაში გამგზავრების უფლება

ნახვები: 493 მაიკლ მაკფოლი - ჯო ბაიდენმა და სხვა ლიდერებმაც უნდა მოუწოდონ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი და მისცეს უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებაში გამგზავრების უფლება

მსოფლიოს არ უნდა დაუშვას, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს,  – ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენელი და რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ერთ-ერთი ავტორი მაიკლ მაკფოლი ამერიკულ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში წერს.

მაკფოლის თქმით, „ახლა როდესაც მსოფლიოს ყურადღება გადატანილია ვლადიმერ პუტინის ბარბაროსულ ომზე უკრაინაში, რუსეთის ლიდერი კვლავაც ცდილობს დესტაბილიზაციური და ანტიდემოკრატიული დღის წესრიგის წინ წაწევას მსოფლიოს სხვა ადგილებში, მათ შორის პატარა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საქართველოშიც.“

„ახლა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იტანჯება პატიმრობაში. ზოგიერთი ცნობებით, ის ახლოსაა სიკვდილთან. ბაიდენის ადმინისტრაციამ და მისმა მოკავშირეებმა ეს არ უნდა დაუშვან. ახლა დროა, დაიწყოს გლობალური კამპანია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის – კერძოდ მისი წარსული წვლილისთვის, რომელიც მან დემოკრატიის საქმეში შეიტანა სამშობლოში“, – წერს მაკფოლი.

სტატიაში მაკფოლი სააკაშვილის დამსახურებებზე საუბრობს და წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ორი ათწლეულის წინ „დემოკრატიული გარღვევის მსოფლიო ლიდერი გახდა“.

„2003 წელს სააკაშვილი ხელმძღვანელობდა მშვიდობიან ვარდების რევოლუციას, რა დროსაც გადააყენეს კორუფციული რეჟიმი და ხელისუფლებაში მოიყვანეს საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტებული ახალაგაზრდა ლიდერების გუნდი, რომლებიც მიზნად ისახავდნენ საქართველოს ევროპასთან დაახლოებას. როგორც ყველა რევოლუციას, ვარდების რევოლუციასაც თან ახლდა სადავო საკითხები. სააკაშვილი, რომელიც იმდენად იყო აღსავსე შემართებით, გაეძლიერებინა სახელმწიფო და დაეძლია საქართველოში კორუფცია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დემოკრატიულ ნორმებს სრულყოფილად არ ასრულებდა, მაგრამ ზოგადი დემოკრატიული კურსი სააკაშვილის მმართველობის ეპოქაში ეჭვქვეშ არასდროს დამდგარა“, – წერს მაკფოლი „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

მაკფოლის თქმით, სააკაშვილმა და მისი გუნდმა გაატარეს ყველაზე მასშტაბური ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეფორმები პოსტსაბჭოთა სივრცეში. ასევე ის აღნიშნავს, სააკაშვილის მიერ არჩევნების გზით ძალაუფლების გადაცემის პრეცედენტსაც. ამასთან ერთად, თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსანი წერს, რომ „ვარდების რევოლუციის“ ზოგიერთი წარმატებული მეთოდი, ასევე გაიმეორეს უკრაინაში ე.წ. ნარინჯისფერი რევოლუციის პერიოდში.

მისივე თქმით, სააკაშვილს ახლო პირადი ურთიერთობა ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსთან და ქართველი ლიდერით აღფრთოვანებული იყო ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.

„სააკაშვილი არ იყო სრულყოფილი, მან დაუშვა შეცდომები, თუმცა მისი მიღწევები, როგორც ქართული დემოკრატიის მამისა, ისტორიული იყო“, – წერს მაიკლ მაკფოლი.

მაკფოლი აღნიშნავს, რომ „ვლადიმერ პუტინს ეზიზღებოდა სააკაშვილი და მისთვის მიუღებელი იყო რუსეთის საზღვრებთან წარმატებული ქართული დემოკრატია. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა დაებლოკა სააკაშვილის მისწრაფება დაეახლოებინა საქართველო დასავლეთთან“.

„2008 წლის აგვისტოში პუტინმა თავისი ძალა აჩვენა, როდესაც საქართველოში შეიჭრა. შემდეგ მან აღიარა საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა, რითაც ბრიუსელში საქართველოს ნატო-ს წევრობის შესახებ ნებისმიერი დისკუსია გაყინა“, – წერს მაკფოლი.

„ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში მაიკლ მაკფოლი ბიძინა ივანიშვილსაც ახსენებს, მას უწოდებს „პუტინის მთავარ სუროგატს საქართველოში, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და არა საქართველოში.“

„ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ წარმატებებით შეარყია პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პრესის ძალაუფლება, დამოუკიდებლობა, რამაც ქვეყანაში დემოკრატია მკვეთრად დაასუსტა“, – წერს მაკფოლი. ამის დასტურად მაკფოლს ის ფაქტი მოჰყავს, რომ შარშან უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ – არა.

საავტორო სტატიაში მაკფოლი საუბრობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე დაბრუნდეს სამშობლოში, რასაც ის შეცდომას უწოდებს და ამავე დროს მოუწოდებს პრეზიდენტ ბაიდენს და სხვა დემოკრატიულ ლიდერებს, ევროპაში დაუყონებლივ მოითხოვონ სააკაშვილის გადარჩენა.

„ბაიდენმა და სხვებმაც უნდა მოუწოდონ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ მან შეიწყალოს სააკაშვილი და მისცეს უფლება, გაემგზავროს უცხოეთში სამედიცინო დაწესებულებაში. ეს არის ის ზომა, რომლის გატარებაც უკვე მოითხოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელეამ, რომელმაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა. სააკაშვილის სიკვდილი ციხეში იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის. ამას ვერავენ ხვდება ზელენსკიზე უკეთესად, რომელმაც გასულ თვეს მიმართა საქართველოს მთავრობას და სთხოვა მათ, გამოიჩინონ „მოწყალება და გაათავისუფლონ ექსპრეზიდენტი. ზელენსკის ნაბიჯი სწორი იყო. აშშ და ევროკავშირი მის მაგალითს უნდა მიჰყვნენთავისუფალი სამყარო ერთად დადგა უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად. მათ იგივე უნდა გააკეთონ საქართველოში, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით ზეწოლის განხორციელებით,“ – წერს მაკფოლი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა