ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ხატია დეკანოიძე - მაიკლ მაკფოლის განცხადება, რომ ბაიდენმა და მსოფლიო ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდონ, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

ნახვები: 472 ხატია დეკანოიძე - მაიკლ მაკფოლის განცხადება, რომ ბაიდენმა და მსოფლიო ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდონ, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ დღეს გამოქვეყნდა მაიკლ მაკფოლის უმნიშვნელოვანესი სტატია, სადაც იგი მოუწოდებს მსოფლიოს, არ დაუშვან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაში სიკვდილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ ყურადღება, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, იზრდება.

„გუშინ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, დღეს კი „ვაშინგტო პოსტში“ გამოქვეყნდა მაიკლ მაკფოლის უმნიშვნელოვანესი სტატია. მაიკლ მაკფოლი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკთან ერთად, არის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელი. როგორც საზოგადოებას ახსოვს, ჩვენ მასთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ამიტომ მისი გამოხმაურება არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, სტატიაში გასაგებად და ნათლად არის აღწერილი ანატომია, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების ობიექტი მიხეილ სააკაშვილი არის, პრაქტიკულად, პუტინის პატიმარი.

„მაკფოლი მოუწოდებს მსოფლიოს, არ დაუშვან, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს. ის საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც ხელისუფლებაში მოვიდა 2012 წელს, პუტინის „პროქსებს“ უწოდებს. მაკფოლი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დიდი რაოდენობით ფინანსური კაპიტალი დააგროვა არა საქართველოში, არამედ რუსეთში და სწორედ ამ პარტიის მმართველობაში ყოფნისას მოხდა პარტიების შევიწროება, სამოქალაქო სექტორის დევნა“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, მაკფოლი ხაზს უსვამს, რომ სააკაშვილის სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართულ  დემოკრატიაზე.

„მაკფოლის განცხადება, რომ ბაიდენმა და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი გააკეთონ, რათა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდონ, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, ეს სტატია, ასევე ბევრი სხვა მიმართულებით მუშაობა, ნამდვილად შესძენს დამატებით ეფექტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყურადღებას. ეს აუცილებელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მიმართულებით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, „მიხეილ სააკაშვილის დასჯა სურდა პუტინს და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მის განადგურებას საერთაშორისო საზოგადოება წინ აღუდეგს“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევ გაიზარდება მოწოდება საქართველოს პრეზიდენტისადმი, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა