სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციის მთავარ სამმართველოში გია გაჩეჩილაძის სიძე მივიდა

ნახვები: 563 ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციის მთავარ სამმართველოში გია გაჩეჩილაძის სიძე მივიდა

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი შარაშიძე მივიდა. ის უწყებაში ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილთან ერთად გამოცხადდა.

გიორგი შარაშიძემ სამართალდამცავებს ჩვენება შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების ფაქტზე უნდა მისცეს, რომელიც 2023 წლის 2 იანვარს, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა.

შარაშიძემ სამმართველოში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა მხოლოდ ის, რომ მას შემდეგ ისაუბრებს, რაც პოლიციის შენობიდან გამოვა.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა