რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ზელენსკი - მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესმენებსა და ყველა ამერიკელს, რომლებმაც იციან, რომ თავისუფლების დაცვა ღირს

ნახვები: 465 ზელენსკი - მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესმენებსა და ყველა ამერიკელს, რომლებმაც იციან, რომ თავისუფლების დაცვა ღირს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ამერიკელ ხალხს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის.

ზელენსკის თქმით, „ბრედლის“ ტიპის ჯავშანმანქანები სწორედ ის იყო, რაც უკრაინას ახლა ძალიან სჭირდება.

„გამოცხადებულია ახალი, ძალიან ძლიერი, ამერიკული თავდაცვის მხარდაჭერის პაკეტის შესახებ ჩვენი სახელმწიფოსთვის. ჩვენ, პირველად მივიღებთ „ბრედლის“ ჯავშანმანქანებს. ეს არის ის, რაც გვჭირდება, ახალი იარაღი და ჭურვები, მათ შორის მაღალი სიზუსტის. ახალი რაკეტები. ახალი დრონები. ეს დროულია. ამ მხარდაჭერის პაკეტის მთლიანი ღირებულება თითქმის სამი მილიარდი დოლარია. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესმენებსა და ყველა ამერიკელს, რომლებიც აფასებენ თავისუფლებას და იციან, რომ თავისუფლების დაცვა ღირს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-მა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით, ახალი სამმილიარდიანი დაფინანსება გამოყო. ეს ყველაზე მასშტაბური დახმარების პაკეტია, რომელიც ერთჯერადად აშშ-ს ამ დრომდე გამოუყვია. საერთო ჯამში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 25 მილიარდამდე დოლარის ღირებულების დახმარება გაუწია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა