ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მამუკა ხაზარაძე - გამოსავალი ერთია, პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარება, მანამდე კი, „ქართული ოცნება“ იქნება მარტო

ნახვები: 372 მამუკა ხაზარაძე - გამოსავალი ერთია, პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარება, მანამდე კი, „ქართული ოცნება“ იქნება მარტო

გამოსავალი ერთია, მშვიდობიანი პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარება, მანამდე კი, „ქართული ოცნება" იქნება მარტო, - ამის შესახებ „ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს.

„ის ადამიანები, რომლებიც ვერ ამჩნევენ, თუ რა პოლიტიკა ხორციელდება ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით, თუ ვერ ამჩნევენ, რა გაჭირვებაში შეიყვანა „ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა, როგორ შეიცვალა ქვეყნის საგარეო კურსი, ნებსით თუ უნებლიედ ემსახურებიან ჩვენი ოკუპანტის ინტერესებს. „ქართულ ოცნებას" მოუწევს ამ პროცესზე ბოლომდე პასუხისმგებლობის აღება. ისინი იქნებიან მარტო ამ პარლამენტში, რადგან ღარიბაშვილი და მისი მთავრობა ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. ნებისმიერი რიტორიკა, ბრალდება, რაც მესიჯბოქსად აქვთ გამოყენებული, არის ფუჭი. ეკლესიის, ლგბტ თემა. ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ ჟურნალისტებზე თავდასხმას, რუსულ კურსს, შარლ მიშელის დოკუმენტის არშესრულებას, მოსამართლეების სწრაფად დანიშვნის პროცესს, რომლებიც მათ „ნაციონალური მოძრაობიდან" გადმოიბარეს. ამიტომ, გამოსავალი არის ერთი, მშვიდობიანი პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარება. მანამდე, „ქართული ოცნება" იქნება მარტო", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა