ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

მიხეილ სააკაშვილი უილიამ ბრაუდერს - მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკი, მაგრამ უფრო ცხადად და საჯაროდ

ნახვები: 662 მიხეილ სააკაშვილი უილიამ ბრაუდერს - მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკი, მაგრამ უფრო ცხადად და საჯაროდ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Heritage foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს უილიამ ბრაუდერს სთხოვს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის" ახალი სიის წინასწარ შედგენაში დაეხმაროს.

სააკაშვილის ბრაუდერისთვის გაგზავნილი წერილი მესამე პრეზიდენტის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ძვირფასო ბილ, მადლობას გიხდით თქვენი ძალიან ცნობილი „ტვიტისთვის“. მე მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკი [მოკლეს], მაგრამ ბევრად უფრო ცხადად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა დაეხმარეთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის წინასწარ შედგენაში, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე. ყველა სახელი საკმაოდ საჯაროა და რაც მათ გამოარჩევს არის დაუსჯელობის გრძნობა, რომელიც პუტინის უძლეველობის მათეულ რწმენასთანაა დაკავშირებული. თუმცა მე და თქვენ ვიცით, რომ პუტინის დღეები დათვლილია და ჩემი ყველაზე დიდი იმედი ისაა, რომ მის სიკვდილამდე ვიცოცხლო. ამასობაში, ჩემი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდება და ადგილობრივი ოლიგარქიული არამზადები უბრალოდ დასცინიან ჩემს გაუარესებულ მდგომარეობას.

გთხოვთ დაგვეხმაროთ მთელი თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობით, მებრძოლი სულითა და ფართო კონტაქტებით“, - აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა