ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გიორგი გახარია - სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა, დაიცვან თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე

ნახვები: 456 გიორგი გახარია - სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა, დაიცვან თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე

პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს, მედიასაზოგადოებას სამძიმარს უცხადებს.

მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა, დაიცვან თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

„კიდევ ერთხელ მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მისი ოჯახის წინაშე, მედიასაზოგადოების, ჟურნალისტების, ტელეკომპანია „პირველის" წინაშე. ის, რაც 5 ივლისს მოხდა, როდესაც სახელმწიფომ ვერ შეასრულა მისი ძირითადი ფუნქცია და ვერ დაიცვა ვერც ლექსო ლაშქარავა, ვერც სხვა ჟურნალისტები, სხვა მოქალაქეები, ეს ჩემთვის უკვე საკმარისზე მეტია, არ მჭირდება დიდი გამოძიებები, რომ დასკვნები გავაკეთო. აქ ძირითად მიზეზს ვხედავ, როდესაც სახელმწიფო თავის საბაზისო ფუნქციას ვერ ასრულებს, ჩამოშლილია.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანაში ძალადობა ხდება, ვინც არ უნდა იყოს ამ ძალადობის უკან, ორგანიზატორი ან წამხალისებელი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა, დაიცვან თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ის, რომ სახელმწიფომ წინასწარ რაღაც იცოდა და გაგვაფრთხილა, მის მდგომარეობას მხოლოდ ამძიმებს. სახელმწიფო მოღვაწეები, რომლებიც საუბრობენ გონორით, ჩვენ ხომ გაგაფრთხილეთო, ეს უნდა გაითვალისწინო. როგორც ისინი ამბობენ, თუ სახელმწიფომ ეს ყველაფერი წინასწარ იცოდა, ეს მხოლოდ ამძიმებს და არ ამსუბუქებს მათ მდგომარეობას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა