თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს

ნახვები: 431 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს

რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ მოუწოდა ევროპელ ლიდერებს უკრაინის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ დონეცკში მძიმე ბრძოლების ფონზე, პარტნიორებმა კიევს თანამედროვე შეიარაღება უნდა გადასცენ.

„დღეს ჩვენი დიპლომატიური მარათონის ახალი ეტაპია – ვესაუბრე ევროპელ ლიდერებს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის შესახებ, დონეცკის რაიონში არსებული რთული სიტუაციის შესახებ, მუდმივი რუსული შტურმის შესახებ და იმის შესახებ, რომ რუსეთი თავის ხალხს არ ითვლის, არ ინდობს ადგილობრივებს და არ ჩერდება არცერთი დანაშაულებრივი ქმედების წინაშე. ამას უნდა – და საჭიროა – დავუპირისპიროთ თანამედროვე შეიარაღების ახალი დონე, რომლის მიღებაც უკრაინას შეუძლია პარტნიორებისგან. მადლობა ყველა ლიდერს, ვინც ჩვენ გვეხმარება იმ გაგებისთვის, რომ სწორედ ახლა მოვიდა დრო ახალი ძლიერი გადაწყვეტილებების მისაღებად, ახალი მტკიცე მხარდაჭერისთვის. თავისუფალ სამყაროს გააჩნია ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და რუსეთის ისტორიულ დამარცხებამდე მისაყვანად. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ გლობალური დემოკრატიისთვის, ყველასთვის, ვინც აფასებს თავისუფლებას. რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა