თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლოიდ ოსტინი - ინფორმაციას სოლედარის სავარაუდო "დაპყრობის" შესახებ არ ვადასტურებ

ნახვები: 594 ლოიდ ოსტინი - ინფორმაციას სოლედარის სავარაუდო "დაპყრობის" შესახებ არ ვადასტურებ

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ მას არ აქვს დადასტურებული  ინფორმაცია, რუსების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე უკრაინის ქალაქ სოლედარის სავარაუდო "დაპყრობის" შესახებ.

ამის შესახებ მან  ვაშინგტონში აშშ-იაპონიის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომიტეტის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ამ ეტაპზე, ჩვენ არ შეგვიძლია დავადასტუროთ ეს ინფორმაცია", - თქვა ოსტინმა.

მან აღნიშნა, რომ იყო "ძალიან ინტენსიური" ბრძოლა ამ რაიონში.  

„ჩვენ ორიენტირებული ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელებს აქვთ ისეთი შესაძლებლობები, რაც მათ სჭირდებათ, რათა თავიანთი ძალისხმევით დაიცვან თავიანთი სუვერენული ტერიტორიები“, - თქვა ოსტინმა.

მან დასძინა, რომ ის რეგულარულად ურთიერთობს უკრაინელ კოლეგასთან. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მომავალ კვირას გერმანიაში რამშტეინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება 50-მდე თავდაცვის მინისტრის მონაწილეობით.

მისი თქმით, იქნება დისკუსია იმის შესახებ, თუ რა სჭირდება უკრაინას ახლა და რა სჭირდება მათ წარმატების მისაღწევად.

"ჩვენ ვაპირებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება და მე ვხედავ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან, ისინიც იგივეს გრძნობენ. ასე რომ, ჩვენ ერთნი ვრჩებით ჩვენს ძალისხმევაში", - თქვა ოსტინმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი ძალისხმევის კონცენტრირებას ახდენს შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე ბახმუტის რაიონში. ბრძოლა სოლედარისთვის გრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა