Ukrainian aviation strikes Russian troop hub in Huliaipole
Russian plans to reach Kramatorsk and Sloviansk by winter completely foiled – military
Mother of fallen U.S. volunteer hopes to publish in Ukraine children’s book inspired by her son
Zelensky: Russia preparing for another massive attack on Ukraine
Kushner blames Ukraine for stalling peace talks over ‘attack on Putin’s house’ in 2025
Trump and Rutte urge Putin not to expand war in Ukraine
ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე ახალი მასშტაბური დარტყმისთვის მზადებას ასრულებს – სამიზნე ენერგეტიკული და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა იქნება
ევროპარლამენტი ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილისა და კალაძის აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას მოითხოვს – რეზოლუციაში სააკაშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაც შევიდა ევროპარლამენტმა 441 ხმით მიიღო საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მკაცრი პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მოთხოვნილი ზომები მოიცავს აქტივების გაყინვას, ევროკავშირში შესვლისა და ტრანზიტის აკრძალვას. ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, პაატა ბურჭულაძისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს დაკავებულთა სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და მოითხოვს პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. რეზოლუციას, სახელწოდებით „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“, 441-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 47 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

ხატია დეკანოიძე - ე.წ. მაგნიტსკის სია სადამსჯელო სია არ არის, ეს არის იმ უფლებების დარღვევის სქემა, რომელიც სააკაშვილის საქმეშია

ნახვები: 644 ხატია დეკანოიძე - ე.წ. მაგნიტსკის სია სადამსჯელო სია არ არის, ეს არის იმ უფლებების დარღვევის სქემა, რომელიც სააკაშვილის საქმეშია

ჩემი მოსაზრებაა, რომ ე.წ. მაგნიტსკის სიაზე მიერთებული უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უშუალოდ ჩაიდინეს დანაშაული და ადამიანის უფლებების კონვენციები დაარღვიეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, სია უნდა იყოს ძალიან კონკრეტული, მტკიცებულებებზე და საქმეებზე დაფუძნებული.

„ჩვენი მოვალეობაა ადვოკატებს და იმ ადამიანების დავეხმაროთ მასალების შეგროვებაში, ვინც ჩართულია დღეს სიის შემუშავებაში ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკურ კონტექსტში. ე.წ. მაგნიტსკის სიაზე მუშაობს იურისტების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ საქმეზე. ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოვაგროვეთ პოლიტიკურ ნაწილში დღეს იურისტებს გადაეცემათ. ჩარჩოს და პოლიტიკური განზომილების ჭრილში ყველა მიმართულებას, მათ შორის სამართლებრივ მიმართულებას გავივლით. პირადად ჩემი მოსაზრებაა, რომ ე.წ. მაგნიტსკის სიაზე მიერთებული უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც უშუალოდ ჩაიდინეს დანაშაული და ადამიანის უფლებების კონვენციები დაარღვიეს. პოლიტიკური ნაწილი სხვა შეფასების კრიტერიუმია. ჩვენ შეგვიძლია, სია უსასრულოდ გავზარდოთ, მაგრამ ვფიქრობ უნდა იყოს ძალიან კონკრეტული, მტკიცებულებებზე და საქმეებზე დაფუძნებული, მათ შორის როგორიც არის სახალხო დამცველის, რომელიც ინსპექტორის სამსახურს დასკვნებში აქვს გამოტანილი. ამ სიას ძალიან საქმიანად ვუდგები, მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ ნაწილში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, სადამსჯელო სია არ არის, ეს არის იმ უფლებების დარღვევის სქემა, რომელიც სააკაშვილის საქმეშია.

„იუსტიციის მინისტრი, რომელიც კონკრეტულად ჩართული იყო არაადამიანურ და არაჰუმანურ მოპყრობაში მიხელ სააკაშვილის მიმართ და უშუალოდ პასუხისმგებელი იყო ის კადრები გაევრცელებინა, რომელიც გავრცელდა. გარდა ამისა, პენიტენციური სამსახურის მიმართ მას არ ჰქონოდა ის დამოკიდებულება, რომელიც არის პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გათავისება. მტკიცდება ადამიანის უფლებები კონვენციის დარღვევა ამ ადამიანის მიერ.

სადამსჯელო სია არ არის, ეს არის იმ უფლებების დარღვევის სქემა, რომელიც სააკაშვილის საქმეშია. ე.წ. მაგნიტსკის სია საერთაშორისო გლობალური აქტია, რომელშიც შედის ყველა ის ადამიანი, ვინც ადამიანის უფლებები დაარღვია. ეს საქართველოს ნოუ ჰაუ და საქართველოში მოგონილი აქტი არ არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მიხეილ სააკაშვილი უილიამ ბრაუდერს მიმართა- მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკი, მაგრამ უფრო ცხადად და საჯაროდ

ბროუდერი სააკაშვილს მაგნიტსკის სიაზე პასუხობს

შალვა ხაჭაპურიძ: მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ „სააკაშვილის სიაში“ მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც მის მიმართ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა