Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ილია ჯინჯოლავა: ვისაც თვალის დახუჭვა უნდა, დახუჭოს - მღვდელია თუ მოსანათლი; მე კი ასეთ ნათლობას არასდროს ჩავატარებ

ნახვები: 1717 ილია ჯინჯოლავა: ვისაც თვალის დახუჭვა უნდა, დახუჭოს - მღვდელია თუ მოსანათლი; მე კი ასეთ ნათლობას არასდროს ჩავატარებ

ჩვენში არსებობს არასწორად გავრცელებული სტერეოტიპები ნათლობის შესახებ, და ხშირად იგი ჩვენს ცნობიერებაში დაიყვანება ისეთ აბსურდამდეც კი, როგორიცაა: წყალში “ჭყუმპალაობა”, ვინმეს “დანათესავების” ქართული “ტრადიცია”, ან რაიმე ეროვნულ-ნაციონალური აქტი.

აღარაფერს ვამბობ ისეთ წარმართულ ტყუილებზე, რომ თითქოს, რაც მეტი ნათლია ეყოლება ბავშვს, მით უფრო "მადლიანი" საქმე, ან თუ ბევრ ადამიანს მონათლავ ცხონდები და ა.შ. ეკლესიაში არსებობს მნიშვნელოვანი ტრადიცია მოსანათლად გამზადებულ ადამიანთათვის - ამას ეწოდება კატეხიზაცია; მოუნათლავი - იგივე კათაკმეველი; ხოლო მოსამზადებელ სკოლას - კატეხიზატორული სკოლა.

მართლმადიდებელ ეკლესიაში ეს ცოცხალი ტრადიციაა და მოქმედებს პრაქტიკულად ყველა მართლმადიდებელ (თუ არამართლმადიდებელ) ქვეყნებში. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, ბოლო საუკუნეთა ძნელბედობის ჟამს, ბოლოს კი, კომუნისტურმა წყობამ, სერიოზული ზიანი მიაყენა ეკლესიას (და არამხოლოდ), მოშალა მრავალი ტრადიცია, დაამახინჯა არსებული და სახე უცვალა მათ, დააკნინა სასულიეროთა მორალური სახე და ა.შ.

თქვენ ვერ შეხვდებით კომუნისტურ პერიოდში გადაღებულ ვერცერთ ქართულ ფილმსაც კი, სადაც მღვდელი (პერსონაჟი) დადებით როლში იყოს. დავიწყებას მიცემული საეკლესიო ტრადიციების აღდგენა არც ისე იოლი საქმეა: განათლებასა და ბევრ შრომასთან ერთად, დროსაც მოითხოვს, ხშირად ათწლეულებსაც.

ასევე, საჭიროა სისტემური მიდგომა ამ საკითხისადმი და არა რამდენიმე სასულიერო პირის კეთილი ნება. ჩვენთან, კონსტანტინოპოლის ქართულ სამრევლოში, ეს ტრადიცია ცოცხალია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ზრდასრული ადამიანი მოგვმართავს ნათლობის სურვილით, იგი ნათლისღებას იღებს მხოლოდ შესაბამისი მომზადების გავლის შემდგომ.

მაგრამ ეს პროცესი მტკივნეულიცაა: მიუხედავად იმისა, რომ მომსვლელს მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში განემარტება, თუ რატომ უნდა მოემზადოს იგი ნათლისღებისთვის, ისინი ცდილობენ ამ პასუხისმგებლობას თავი აარიდონ და იოლი გამოსავალი მოძებნონ - მოინათლონ იქ, სადაც მას არაფერს მოსთხოვენ, ან საერთოდაც არ მოინათლოს - რეალურად მას ხომ გაცნობიერებულიც არ აქვს ჯერ ნათლობის შინაარსი.

ამ თემას 2 წლის მანძილზე საჯაროდ არ ვეხმიანებოდი, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მაგრამ პირადი შემთხვევების გარდა (რომელიც მიბიძგებს საჯაროობას), დაგროვდა გარკვეული გამოცდილებაც. შესაბამისად, სამოძღვრო მზრუნველობითა და საეკლესიო სიწმინდის შეურყვნელად დაცვისათვის, მიზანშეწონილად მივიჩნიე ამის საჯაროობა.

ამასთან, მოახლოვდა რა უფლის ნათლისღების დღესასწაული, გაიზარდა მომართვიანობა ზრდასრულთა ნათლობების, მაგრამ კვლავ “მოსტუმრების” მიზნით და არა გაცნობიერებულად. ზოგნი იმასაც საუბრობენ, რომ “მამა ილია ხალხს არ ნათლავს”, არადა ეს მამა ილია საათობით იხარჯება თითოეულ მათგანთან იმისათვის, რომ იქნებ რამე შეაგნებინოს…

ზრდასრულ ადამიანს რომ ეკითხები, ქრისტე ვინ არის, ან წმინდა წერილი თუ სმენია საერთოდ წიგნია თუ ‘ხელის ჯოხი’, და ვერაფერს გიპასუხებს, ან/და იესო ქრისტე წინასწარმეტყველი ან მოციქული გონია, როგორ უნდა დააყენო ის პირდაპირ ნათლობაზე და კითხო: “შეუდგები ქრისტესა?” ან სად არის ამ დროს მოძღვრის პასუხისმგებლობა, ნუთუ მხოლოდ რიტუალი გვაინტერესებს და ნათლობის ფორმალურად ჩატარების შემდგომ, ნათლიის გვერდზე დაბარება?

ვისაც თვალის დახუჭვა უნდა, დახუჭოს - მღვდელია თუ მოსანათლი; მე კი ასეთ ნათლობას არასდროს ჩავატარებ - ხარისხი და არა რაოდენობა!

ავტორი: მამა ილია ჯინჯოლავა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა